სოციალურად დაუცველთა გასაჭირი

საქართველოში, სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მუშაობს.

ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილია სიციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა. ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსს მიიღებს, სარგებლობს ყოველთვიური ფულადი შემწეობით, რაც იმაში გამოიხატება, მისი ყოველი სრულწლოვანი წევრი თვეში, დაახლოებით 12–13 დოლარის ექვივალენტ თანხას იღებს ლარებში.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს პროგრამა იმითაცაა მიმზიდველი, რომ იგი ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხარვეზი არსებობს. სოციალურად დაუცვველის სტატუსისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერის მიღება დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მიღებას, შეიძლება, ნახევარი წლის მანძილზე ელოდოს. თუ მას ამ პერიოდის მანძილზე მკურნალობა დასჭირდა, ვალდებულია თანხა ჩვეულებრივ გადაიხადოს, მიუხედავად მისი სოციალურად დაუცველის სტატუსისა.
უამრავი დრო მიდის ამ საბუთების გაფორმებაში რის გამოს შესაძლებელია ამ ადამიანებს საბუთების მიღებამდე რაიმე პრობლემა შეექმნათ.ანალოგიურ მდგომარეობაში სიციალურად დაუცველი არაერთი ოჯახია.ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ პროგრამის დახვეწაზე უნდა იფიქროს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s