ყველა დედობის ღირსია???

არ ვიცი რატომ ხდება ეს,მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი რომ დღეს მშობლებს შვილები აღარ უნდათ….გახშირდა შემთხვევები,რომ დედები ნაგავსაყრელზე აგდებენ ბავშვს,ზოგიც ქუჩაში დადგმულ ნაგვის ურნაში გადასაგდებად იმეტებს,და რაც ყველაზე სამწუხაროა ,ბავშვებს თავიანთი ხელით სიცოცხლეს ასალმებენ….ყველასთვის ცნობილი ისტორიაა,ის რომ “ფერმის”გულისთვის დედამ ახალშობილი გაგუდა….ყოველივე აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ კითხვა ჩნდება არა ერთი არამედ უამრავი მაგრამ ყველაზე მთავარი რომელიც ალბათ ყველა თქვენგანს აწუხებს რატომ აჩენენ შვილს???

დედა,რომელიც მთელი ცხრა თვის განმავლობაში ბავშვს ატარებს მუცლით,და ამ ხნის განმავლობაში კვებავს მას,როგორ შეუძლია რომ ეს ბავშვი “გადააგდოს”მაშინ როდესაც ბევრი ისეთი ადამიანია რომელსაც შვილი არ ჰყავს და ამაზე დღე და ღამ ოცნებობს,და შენ,ღმერთმა დედობის ბედნიერება მოგანიჩა და შენ,იმის ნაცვლად რომ ბავშვი აღზარდო “ნაგავში” აგდებ .მითხარით ასეთი ადამიანი არის დედობის ღირსიი???ნუთუ მთელი ცხრა თვე მხოლოდ იმისთვის იცდი რომ ბავშვი დაბადებისთანავე სიცოცხლეს გამოასალმო და ცხოვრებით დადკბობის საშუალება არ მისცე…

ნუთუ ასეთი უმწეო ბავშვისთვის შეძლებთ რამის დაშავებას,ან ქუჩაში დატოვებას??

ქუჩაში დატოვებულ ბავშვს აღმზრდელი გამოუჩნდება,მას ღმერთი არ გაწირავს.

მაგრამ გავა დრო და მიხვდები რომ ცხოვრებაში რა შეცდომებიც დაგიშვია ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო… სარკეში იყურები და ხვდები რომ გვერდით არავინ გყავს,სულ  მარტო ყველასგან შორს ხარ…შენ არ გინახავს როგორ იზრდებოდა შენი შვილი,როგოდ დაიწყტო სიარული და როგორ წარმოთქვა პირველი სიტყვა,ყოველივე ეს შენ არ განგიცდია,ბავშვი კალთაში არ ჩაგისვავს და არ მოფერებიხარ

არასოდეს გითქვამს რომ გიყვარს,და არასოდეს დაპირებიხარ რომ მასზე იზრუნებდი…

გინდა რომ დრო დაბრუნდეს,ნახე შენი შვილის მომღიმარი სახე,

გინდა რომ სულ გვერდით გყავდეს,არასოდეს მოშორდე..გსურს მასთან ერთად ქუჩაში გასვლა და მისი ხელში ატაცება რომ თვალებში ჩახედო და აგრძნობინო რომ ის გიყვარს,ისე როგორც არასოდეს არავინ გყვარებია,რადგან ის შენი პირველი შვილია,რომელიც ყველას და ყველაფრის თავს გირჩევნია…

და ბოლოს,გინდა რომ ახლა შენთან იყოს,ხელში გეჭიროს,და კოცნიდე დედის სითბოთი და სიყვარულით აღსავსე,გინდა რომ ეს წუთები არასოდეს არ დამთავრდეს…

და მაინც რატომ თქვი უარი აი ამ გრძნობაზე ,ნუთყ არსებობს ამაზე ტკბილი რამ?

ამ პოსტს დიდი სიყვარულითა და გულისტკივილით ვწერდი …

მე ვარ ადამიანი ვისაც დედის სითბო არასოდეს არ მოკლებია და სწორედ ამიტომ ვიცი როგორ უნდა დავაფასო ის….დაწერეთ ყველაფერი ის რასაც ფიქრობთ დედებზე,რომლ;ებიც შვილებს ასე იმეტებენ,ან მაგალითი მოიყვანეთ,შეიძლება ისეთი ადამიანიც ჹამოჩნდეს ვისაც დედის სითბო ენატრება,დაწერეთ ყველაფერი რასაც გრძნობთ…:)

Advertisements

7 thoughts on “ყველა დედობის ღირსია???

  1. ნამდვილად გეთანხმები 😦 ყველა დედობის ღირსი არაა 😦 როგორ შეიძლება ადამიანი როლელიც შვილს სიკვდილისთვის წირავს დედა იყოს და ის ადამიანი როლელიც წლების განმავლობაში ელოდება დედობას უშვილო იყოს :(ეს ხომ უსამართლობაა!!!! 😦 ;(

  2. ხო სამწუხაროდ ეს უსამართლობა არსებობს…ღმერთის საჩუქარს რატომღაც არ აფასებენ და სხვებსაც ართმევენ შვილის ყოლის შესაძლებლობას …:(მე ჯერ კიდევ მაქ იმედი რომ ყველაფერი გამოსწორდება 🙂

  3. მე ვფიქრობ რომ ყველა დედა არაა ღირსი დედობის, რადგან მათმა არ იციან შვილის ფასი,და მათთვის ისენი არაფერს ცარმოადგენენ,მხოლოდ ტვირთია რაც სამწუხაროა 😦 ასე რომ გეთანხმები

  4. სამწუხაროდ მართლა ტვირთად აღიქვავენ შვილებს და მე ამაზე გული მწყდება ძალიან…ისინი ხომ გაზარდეს მშობლებმა და თვითონ რატომ არ ზრდიან შვილებს,რატომ არ აძლევენ დედობრივ სითბოს ნუთუ ამაზე კარგი რამ არსებობს ქვეყნად? არ ვიცი რაა 😦

  5. გეთანხმები სიხარული ყველა დედობის ღირსი არაა,თუმცა ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ…ეს უფლის ნებაა…იმედზე სპეციალური რეპორტაჟი იყო ამაზე და ვიტირე ისე საშინელი სანახაობა იყო,როგორ გაგუდა დედამ შვილი გახსენებაც არ მინდა…: (…ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული რომ ვინც ამას არ იმსახურებს ,მათ უჩნდებათ შვილი და რომელსაც მთელი გულით სურს ხოლმე პატარა სიცოცხლის დაბადება,ხანდახან მათ ამის ბედნიერება არ აქვთ…: (

  6. იცი,ძალიან საინტერესო თემაა და სამწუხაროდ ეს პრობლემა ხშირადაა ალბათ დღეს ყველამ უყურა ტელევიზორს და ნახა როგორ ექცეოდა დედა 5წლის შვილს,ამის მერე ყველა ის ადამიანი თუ ვინმე თვლიდა რომ ყველა დედობის ღირსია მოსაზრებას შეიცვლიდა და იტყოდა რომ დედობის ღირსნი სულ ცოტანი თუ არიან…თემა მომეწონა და სურათებიც კარგად გაქვს შეხამებული… 🙂

  7. ეჰ მართლა ცუდია ასე როომ ხდებააა…იქნებ პატარა წვლილი მაინც შევიტანო ამ თემით საზოგადოებაში დაა დედები გამოსწორების გზას დაადგნენ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s