დაბრუნება შინ

ალბათ ყველა თქვენგანი კითხულობს გაზეთებს,მეც მათ შორის და ერთ ერთ საინტერესო და სევდიან ისტორიას გადავაწყდი ეგრედ წოდებულ “ქუჩის ბავშვებზე”და მომინდა რომ ეს ემოცია თქვენთვის გამეზიარებინა …

მახსოვს,უსახურ-უამური ზამთარი იდგა ნაომარ თბილისში.უფრო სწორად,ომიც კარგა ხნის ჩავლილი იყო და, ეპიდემიასავით მოდებული უგუნებობა ჩვენს ბავშვობასაც შეყროდა…სწორედ იმ ჩამონაცრისფერებულ,უგუნებო დღეებში “შემთხვევით” მოსული  დიდი ხნის ნალოდინევი ელექტროენერგიის წყალობით,ტელევიზორში ძაგვის ბავშვთა სახლის შესახებ კადრები ვნახე… მას შემდეგ გაუჩნდა სურვილი რომ ბავშვთა სახლში მოხვედრილიყო,არა ქუჩიდან არამედ საკუთარი სახლიდან,მხოლოდ იმის გამო რომ რაც მას ქონდა წიგნები,ნახატები,წაკითხული და ნაოცნებარი იმ ბავშვებისთვის გაეზიარებინა.-დღეს ძაგვის ბავშვთა სახლი ნამდვილი თავშესაფარია უსახლკარო,უსაზრდოო ბავშვებისათვის და მათი მშობლებისათვის.ყველაფერი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო. მისმა მასპინძელმა დედა მარიამმა მოუყვა მას ყოველივე ის რაც ხდებოდა…”ეს იყო 1974-75წლებში.ეს ის დრო იყო,როცა საბჭოთა იმპერიის წიაღმა ღვევა დაიწყო,ე.წ. აწყობილი ცხოვრება თანდათან უწესრიგობასი,ქაოსში გადაიზარდა…გაჩნდა სიღარიბე.მთავრობა ვეღარ ინახავდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს,ბავშვთა სახლებს…მაშინ ქუჩაში ხშირად შეხვდებოდით ფსიქიატრიულიდან გამოქცეულ ავადმყოფებს…ბავშვთა სახლიდანაც გამორბოდნენ ბავშვები,რომლებიც იქაურ მკაცრ პირობებს ვერ ეგუებოდნენ… გაჩნდნენ ქუჩის ბავშვები და დაიწყო ქუჩის ცხოვრება”

დედა მარიამისთვის”ქუჩაში გასული” ადამიანი-ეს კიდევ ცალკე ტიპია ზოგადად ადამიანისა,რადგან ყველა ამას ვერ იზამს.როგორც ჩანს,გაჭირვების გარდა,კიდევ რაღაც იზიდავს მას იქ…თავგადასავალი,კრიმინალი…სწორედ ამგვარი ადამიანებით გაივსო მაშინდელი თბილისი და,რაც ყველაზე სამწუხარო იყო,მათ უმეტესობას ბავშვები შეადგენდნენ.

დედა მარიამი:”ფერიცვალების დედათა მონასტერი მათთვის თავდაპირველ თავშესაფრად იქცა.პატრიარქმა კურთხევა მისცა მონასტრისწინამძღვარს,დედა მარიამს,ეზრუნა მათზე.ბავშვებს მონასტერში აპურებდნენ,აცმევდნენ…ამან თანდათან სისტემატიური სახე მიიღო.”

დედა მარიამს მონასტრის პირველი ბინადრებიც ახსოვს-ხიდისთაველი ძმები,პატარა ბიჭები,ჯაფარიძეები,რომლებსაც მათხოვრობით გაჰქონდათ თავი.მათ მალე შეემატათ მესამე წევრი გოგონა,რომელსაც ფეხი ჰქონდა დამწვარი და როდესაც საავადმყოფოში წაიყვანეს იქ თავის ძმას შეხვდა ,მანძმას შესთავაზა რომ მასთან წამოსულიყო,ძმა გაჰყვა და ცოტა ხანში მთელი თავისი სამეგობროც მონასტრის კარს მიაყენა.

ყველანი დარჩნენ.მათთვის ეს შინდაბრუნებას ჰგავდა.

ალბათ ამის წაკითხვის შემდეგ მიხვდით რატომ მომინდა ამ ამბის თქვენთვის გაზიარება….კარგია რომ დღესდღეობით ბავშვების უმრავლესობას თავშესაფარი აქვს და ღამეს ქუჩაში არ ათევს… 🙂

Advertisements

One thought on “დაბრუნება შინ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s