თავისუფლების ხიდი

         ყველასათვის კარგად ნაცნობი თავისუფლების ხიდი…ალბათ გაჩნდება კითხვა რატომ ვწერ ამ ხიდზე… არუარვყოფ რომ ეს ხიდი შესანიშნავი ნამუშევარია,მაგრამ ვერ ვხვდები თუ რატომ იღებს ყველა ამ ხიდზე სურათს!                რომელ საიტზეც არ უნდა შევიდე ყველგან უდევთ აქ გადაღებული ფოტო.მაგრამ რატომ მგონი თვითონაც არ იციან. 🙂  მიუხედავად იმისა რომ ამ ხიდზე მეც ვარ ნამყოფი შეიძლება გაგიკვირდეთ ან არ დაიჯეროთ მაგრამ არ გამჩენია სურვილი იმისა რომ მე იქ სურათი გადამეღო. უბრალოდ ჩემთვის მოსაბეზრებელია ერთნაირი სურათების ყურება… ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი იყოს მაგრამ ალბათ,ეს ხალხი ხიდზე სურათს მხოლოდ იმიტომ იღებს რომ,სხვას ანახოს, “მე ამ ხიდზე ნამყოფი ვარო” არ ვიცი შეიძლება ცუდად გაიგოთ მაგრამ ჩემთვის მართლაც ამოუცნობია ის თუ რა აქვს ამ ხიდს განსაკუთრებული და რით იზიდავს ხალხს…მხოლოდ იმიტომ რომ შუშისაა და გადახურულია? თუ იმიტომ რომ კარგი განათებაა..ერთი სიტყვით არ ვიცი რატომ იღებთ აქ სურათებს,იქნებ ოდესმე გავიგო კიდეც. 🙂

მაგრამ ფაქტი ფაქტია,დასტური არსებობს იმისა რომ ეს ხიდი საკმაოდ პოპულარულია,და უამრავ ხალხს უხარებს გულს სურათის გადაღებით :D:D:D ვისაც გაქვთ სურათი გადაღებული ამ ხიდზე იქნებ მითხრათ რამ გადაგაწყვეტინათ რომ იქ სურათი გადაგეღოთ.წინასწარ მადლობა :D:D:)

Advertisements

10 thoughts on “თავისუფლების ხიდი

  1. გეთანხმებიიი…)) მეც ძალიან მაინტრესებს ამ შეკითხვაზე პასუხი…ალბათ ვისაც ამ ხიდზე სურათი არ გადაუღია ყველასთვის საინტერესო საკიტხია,თუმცა ასე საჯაროდ მგონი ჯერ არავის არ დაუსვამს ეს შეკითხვა და მადლობა შეენ!…)))

  2. იმედია გამოჩნდება ვინმე ვინც ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს :)ნათი ჯერ გაგვცენ პასუხიი დაა მერეე მადლობა ცივი ყავით გადამიხადე :D:D

  3. სურათი მაგ ხიდის ფონით არც მე მაქვს… სამაგიეროდ, მაქვს ვერსია, თუ რატომ იღებს ხალხი მანდ სურათს (პოსტის კითხვისას გამიჩნდა :))
    ეს დაახლოებით იგივეა, რაც უკვე ახსენე… “მე აქ ნამყოფი ვარ”. ამ მიზეზით იღებენ ტურისტები სურათებს პარიზში, ლონდონში, ვენეციაში, რომში… და კიდევ ბევრგან. სხვათა შორის, საქართველოშიც. ამით შენ ამბობ, რომ ამ პოპულარულ (თუ ევროპის ცნობილ ქალაქებს ავიღებთ) ან ეგზოტიკურ (თუ საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის არც ისე ცნობილ ხედს ამშვენებ). მოკლედ, მაგარი ადგილია, მოგწონს და ბევრი შესავლები და ახსნები რომ არ დაგჭირდეს მეგობრებისთვის, პირდაპირ იღებ ფოტოს მის ფონზე. ე.ი. აფიქსირებ იმ ადგილას შენს ყოფნას.
    რა შუაშია ეს ყველაფერი თავისუფლების ხიდთან?
    ეგ საქართველოში ზოგისთვის ძალიან ბრენდული (ფაქტიურად ისეთივე, როგორიც ეიფელის კოშკი :)) ადგილია, ზოგისთვის–ეგზოტიკური სანახაობა, ზოგისთვის–ორივე ერთად 🙂
    ჰოდა, ამიტომაც იღებენ ფოტოებს, რას ვიზამთ…
    პირადად მე ყოველთვის მირჩევია, ხედები ცალკე გადავიღო და ადამიანები ცალკე 🙂

  4. თავისუფლების ხიდთან დაკავშირებით დავწერე ეს ყველაფერი რადგან უკვე N რაოდენობით სურათია დაგროვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე…დაა მეე ტურისტები არ მიგულისხმია ამ შემთხვევაში, ვიგულისხმე ქართველები რომლებიც თითქმის ყოველდღე ხედავენ ამ ხიდს 🙂

  5. მე მაქვს მანდ რამოდენიმე სურათი გადაღებული მაგრამ ეგ მაშინ როცა საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ვათვალიერებინებდი თბილისს 🙂 სხვათაშორის ძალიან მოეწონა ეგ ხიდი ^^
    პ.ს მეც მომწონს, რას ერჩით მშვენიერია :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s