სიგარეტი = ჯარიმას

10913713_877415738947628_663733585_n

ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ თუკი ვინმე სიგარეტს ქუჩაში გადააგდებს ის 120 ლარით დაჯარიმდება. ჰოო ეს კარგი ამბავია და რატოომ? რატომ და ყოველი მეორე სიგარეტს ქუჩაში აგდებს, ამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ. რუსთავიდან თბილისში მიმავალს ბევრჯერ დამინახავს მარშუტკიდან, როგორ აგდებენ ანთებულ სიგარეტს და შემდეგ ამოდიან ტრანსპორტში. ეს მხოლოდ მათ უკულტურფობაზე მიუთითებს . აი სულ რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში გავედი და ბინასთან რომ მოვედი ერთ-ერთ სადარბაზოში შევიდა ორი კაცი და ერთ მათგანმა შესვლისას ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი იქვე სადარბაზოსთან დააგდო. როგორც ჩანს ჯერ ჯარფიმის ამბები არ გაუგია, ან კიდევ ისევ ისე აგრძელებს და არც ჯარიმა აშინებს. დაკვირების შედეგად ნახეს, რომ ხალხი ქუჩაში აგდებს სიგარეტის ნამწვავს, ჰოდა რა ვქნათ რა ვქნათო და შემოიღეს ჯარიმა, რომელიც 120 ლარს შეადგენს. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დაჯარიმდება, ვინც მიჩვეულია სიგარეტის ქუჩაში გადაგდებას. ჰო ტრანსპორტის მძღოლებიც, ფეხით მოსიარულეებიც და საერთოდ ყველანი ვინც სიგარეტს ეწევიან. ხოდა ეს ერთი მხრფივ კარგია, იქნებ ახლა მაინც ჩააგდონ ნაგვის ურნაში, იმედია ჩააქრობენ და ისე, თორემ მერე სახანძროს ბევრი საქმე ექნება.

img-20130919143122-686 parensigaretaknigachtenieparkFavimru8945

მოწიეთ თუ ეწევით, მაგრამ კულტურაც რომ შეინარჩუნოთ კარგი იქნება. ევროპა ევროპას რომ გაიძხით იქ ქუჩები არ არის ისეთ დღეში, როგორც საქართველოში. ასე, რომ თუკი გინდათ სუფთა სახლში იცხოვროთ უნდა იცოდეთ რას რა ადგილი მიუჩინოთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯიბეებს, თორემ ხომ ხედავთ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც თქვენს გაყვლეფას ნებისიერი გზით შეეცდება. გისურვებთ წარმატებას და ჯარიმისგან თავის არიდებას პატივისცემით საქართველოს მოქალაქეთაგან ერთ-ერთი მათგანი, ანუ მე!

გაიგეთ მეტი —–http://primetimenews.ge/news/ქუჩაში-სიგარეტის-გადაგდე/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s