დანაშაული დამნაშავის გარეშე?!

images

რა ხდება ხალხოოო? დანაშაული ხდება და დამნაშავე არ ჩანს? ეს ხომ შეუძლებელია! ეს შემზარავი ფაქტია, რატომ ვართ ასე გულგრილები ერთმანეთის მიმართ, რატომ არ მიგვაქვს სხვისი ტკივილი ახლოს, არა ეს სხვისი ტკივილი არაა ეს ჩვენი ტკივილია ტკივილი რომელსაც მხოლოდ ზედაპირულად ვგრძნობთ. შემძრა იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ, კაცი სამართალს ეძებდა და სიცოცხლის ფასად დაუსვეს. ანუ რა გამოდის, ის ვინც სამართლის ძებნას დაიწყებს ყველას მსგავსი რამ ელის? და ხალხი სადაა რატომ არ ისმის ხმაა. დუმილი ! აი რა არის ჩვენი უბედურება! თითქოს ჩვეულებად გვექცა ხშირად ახალ ახალი მკვლელობების შესახებ ამბების მოსმენა, რამდენიმე დღე განხილვის თემა და შემდეგ?- არც არაფერი ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. აი ეს არის პრობლემა. ალბათ ესეც ერთ-ერთ გამოუძიებელ საქმედ დარჩება, როგორც სხვა დანარჩენი. მისი შვილის საქმეც გამოუძიებელი დარჩა 2006 წლიდან დღემდე რამდენი დრო გავიდა და ჯერაც ვერ დაადგინეს დამნაშავის ვინაობა?-რაღაც არ მჯერა! ჩვენთვის ყვეაფერი დამალულია, ისე კი დამნაშავის ვინაობა მშვენივრად იციან. იმედია მისი სიკვდილი ამაო არ იქნება და მუდმივ ტყუილში არ ვიქნებით. საქმე ” მალე გაიხსნებას ” ძახილში იმედია არ დახურავენ და გამოუძიებელს არ დატოვებენ. შვილის საფლავზე მამის მკვლელობა, ეს შემზარავი ფაქტია, რომელიც გამოუძიებეი არ უნდა დარჩეს! საინფორმაციოების ყურების დროს, ვნახე ისიც, რომ მისი მეზობლები თუკი აქამდე თანახმა იყვნენ ახლა არავინ აღარ საუბრობს კამერების წინ. რატომ? -იმიტომ რომ საზოგადოებაში შიშია დათესილი, შიში იმისა, შემდეგი “მე ვიქნები”. დუმილი მიგვიყვანს უფსკრულთან, საიდანაც გადაჩეხვის შემთხვევაში ჩვენ ვეღარასდროს ვიტყვით იმას რაზეც აქამდე ვდუმდით. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის! მე მინდა ვხედავდე ძლიერ ხალხს, რომელსაც არავის და არაფრის არ ეშინია. მინდა მათ თვალებში არა შიშს, არამედ ბედნიერებას ვხედავდე. ამისათვის კი ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ერთმანეთის გვერდით! გული მტკივა, ამ ყველაფრის მომსწრე რომ ვარ.

vaza

 

გაიგეთ მეტი :

http://rustavi2.com/ka/news/7837

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/313525-iuri-vazagashvili-afethqebis-shedegad-gardaicvala.html?ar=A

http://pia.ge/show_news.php?id=32690&lang=geo

http://skandal.ge/?menuid=82&id=7538&lang=1

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s