ვინ ვართ?!

ალბათ ყოველ თქვენგანს გაგჩენიათ კითხვა, ვინ ვართ?! მე ვარ ის ერთ-ერთი თქვენგანი, რომელიც ძალიან ხშირად უსმევს საკუთარ თავს ამ კითხვას და სიმართლე, რომ ვთქვა ყოველთვის ორ პასუხს ვღებულობ, არ ვიცი ვინ ვართ, როგორები ვართ და საერთოდ რისი გაკეთება შეგვიძლია.

დიდიხანია ვფიქრობდი, რომ ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს არ შეგვეძლო ერთმანეთის გვერდით დგომა, ამაზე ხშირად ვფიქრობდი და მეგონა ჩვენ აღარაფერი გვეშველებოდა, თუმცა 13-14 ივნისს მომხდარმა სტიქიამ ჩემი ფიქრების ნაწილობრივი სიმცდარე დამანახა. ყველასთვის დიდი ტკივილი იყო ეს დღეები, ვინაიდან, ბევრი ადამიანი დავკარგეთ და ბევრიც დაზარალდა, მაგრამ ამ დღეებმა ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ თუ როგორ ერთად დააყენა ახალგაზრდა თაობა. ყველა მათზე ლაპარაკობდა და ყველას უხაროდა მათი ერთად ნახვა. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ამაყობს ამ ახალგაზრდებით, მე მიხარია რომ მათთან ერთად ვიყავი და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობდით მზიურის დასუფთავებას.

DSC00883 DSC00885

იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული გარეთ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სახლში ისხდნენ, იმყოფებოდნენ სოციალურ ქსელზე და აკრიტიკებდნენ იმათ ვინც თუნდაც ერთი მორი მაინც გადააწოდა. ლექტორიც კი ლანძღავს სტუდენტებს და მათ  ჩლუნგებს უწოდებს. ცოტა არიყოს ეს სამარცხვინოა ლექტორი ქალისგან.

http://presa.ge/new/?m=society&AID=35560

და მაინც ვინ ვართ ჩვენ, რომ კეთილ საქმესაც კი ასე ვუყურებთ, კი ვიცი, რომ ადამიანზე დიდი მსახიობი არ დაბადებულა, მაგრამ მე პატივს ვცემ ყველა ამ ახალგაზრდას და მე მიხარია, რომ მათ ერთად დგომა უხარიათ. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს, როგორ შეგვიძლია ერთდროულად ვიყოთ კარგებიც და ცუდებიც. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა და გვყავს ძალიან ცუდი თაობაც. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ორ პასუხს ვღებულობ ყოველთვის, როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ. არ მესმის, როგორ შეიძლება ან რა უფლება აქვს აკრიტიკოს იმას, ვინც სოციალურ ქსელშია და მხოლოდ იქ იზიარებს მწუხარებას და არ სჯერა ახალგაზრდების, რომლებიც ოფლს ღვრიან და შრომობენ. არ ვიცი, როგორ შეიძლება ვიყოთ ერთდროულად ძალიან მაგრები და ამავე დროს ძალიან ცუდები, კეთილები და ბოროტები, ერთმანეთისთვის კეთილისა და ბოროტის მსურველნი, ბედნიერები და უბედურები, ლაღნი და ბოღმიანნი. არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი ვინ ვართ ასეთები, რომ ასე ვიქცევით, რატომ გვინდა ყველაფერ კარგში ცუდის დანახვა. მთელი ცხოვრება ველოდი, რომ ახალგაზრდა, ჩემი თაობა ერთად ძალიან ძლიერები მენახნენ, ვნახე და აი, ამ დროს გამოჩდნენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ გაუხარდათ ეს და რომლებიც ჩვენ ფარისევლებს გვიწოდებენ და რომ ჩვენი ეს თანადგომა ყალბია. არავის უფიქრია, რომ ამ ყველაფერს ამხელა ამბავი მოყვებოდა, მეც და ყველა ამ ახალგაზრდამ ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ და თქვენ, ვინც კლავიატურით გვლანძღავთ, მგონი აჯობებს საკუთარ თავში ჩაიხედოთ, გაერკვეთ რეალურად ვი ხართ და რატომ ხართ ასე აგრესიულები. მოეშვით სხვის კრიტიკას. თქვენც თუკი ოდნავ მაინც შეგტკიოდათ გული უნდა დამდგარიყავით ჩვენს გვერდით და ერთი მორი მაინც გაგეტანათ ტერიტორიიდან.

როცა თანატოლი თანატოლს სიყალბეში ადანაშაულებს, როცა ლექტორი სტუდენტს ჩლუნგს უწოდებს, მაშინ შეუძლებელია ყველაფერი კარგად იყოს და შეუძლებელია ერთი პასუხის მიღება კითხვაზე, თუ ვინ ვართ. მე მიხარია, რომ დღეს ასეთი ახალგაზრდები ცხოვრობენ საქართველოში, მე მიხარია, რომ ყველა მათგანს აქვს სურვილი სხვების დახმარების. ყველა ჩვენს თავებთან უნდა ვიყოთ მართლები და თუკი სხვა ცუდს იტყვის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას შურს ჩვენი კეთილი საქმის, ვინაიდან მას არ შეუძლია სიკეთის კეთება მისივე ბუნებიდან გამომდინარე.

მეამაყებით!

DSC00892 DSC00886

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s