დაეხმარე, თუ ეს შეგიძლია

ახლა, როცა წერა გადავწყვიტე, გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრებ 13რიცხვში მოხდა, თუმცა მე იმის, რომ 13თარსი რიცხვია არ მჯერა.  13მარტს, კვირა დღეს, მშვენიერი ამინდი იყო და მეც ჩემს  ფოტომოყვარულ მეგობრებთან ერთად გავედი ”დედაენის ბაღში” შავ-თეთრი ფოტოების გადასაღებად. სკეიტ პარკი, სადაც როგორც პატარები, ასევე დიდებიც იყვნენ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ურთიერთობა მამა-შვილს შორის. მამა იყო ბავშვის გვერდით და ასწავლიდა როლიკების მართვას, ასწავლიდა სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვას, ის მასთან იყო და ამხნევებდა. ბიჭი, როცა გადახტომას ცდილობდა წაიქცა, ვერ დახტა კარგად და გვერდი იტკინა ბავშვი ტირილს იწყებდა მივედი მეც და ერთი ფოტომოყვარულიც და ვცდილობდით გაგვეგო რა ეტკინა, მერე მამაც მოვიდა და მე ვუთხარი, მგონი მარჯვენა მხარეს ძვალი როა ის დაარტყა თქო, მამამ აიყვანა ბავშვი, გაამხნევა ”ახლა დავიზელთ და კარგად იქნებიო” და წაიყვანა.

image

image

კარგია, როცა მამა-შვილი დროს ერთად ატარებს ასეთი დღეები ხშირად უნდა ქონდეთ, ბიჭი ალბათ, უფრო მეტად ამაყია, როცა მამის გვერდითაა და მისგან სწავლობს ისეთ რაღაცებს, რაც ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვაში დაეხმარება.

მეორე შემთხვევაც ამავე დღეს, რამდენიმე საათიანი ინტერვალის დაშორებით მოხდა. დელისის მეტროსთან ახლოს მდებარე სკვერში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ დადიოდა ხალხი, როგორ აკატავებდნენ პატარებს საქანელაზე, როგორ ატარრბდნენ პატარა ბიჭები თავიანთ დიდ თუ პატარა სათამაშო მანქანებს და ა.შ. უცებ ჩემი მზერა გაჩერდა ერთ ხესთან, რომელზეც 2გოგო იყო ასული, ცოტახანი ისხდნენ ხეზე, მერე ერთი ჩამოვიდა, მაგრამ მეორე ისევ იქ იყო. ხმა მომესმა, როგორ ეუბნებოდა, რომ ჩამომხტარიყო, ხეზე მყოფმა გოგომ ჩუმად მაგრამ ისე, რომ ხმა ჩემამდე მოვიდა უთხრა, რომ ეშინოდა, ცდილობდა, მაგრამ ვერ ჩამოდიოდა. ავდექი და წავედი ამ ბავშვებისაკენ რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებდა და დავუძახე,
”გეშინია ჩამოსვლის?”
ალბათ მან გაიგო, რომ მე ვუთხარი გინდა ჩამოგიყვანოო, თუმცა მე იქ სწორედ ამისთვის მივდიოდი.
პასუხად მომესმა ”არა იყოს”
მაგრამ ამ არა ში, რა თქმა უნდა კი იგულისხმებოდა. გოგონა უფრო ჯიუტად ეცადა ჩამოსვლას, და მე დავუძახე, რომ მოეცადა და ჩამოვიყვანდი. ნაბიჯს ავუჩქარე, რამდენიმე ნაბიჯი და მასთან ვიყავი, მოვკიდე ხელი და ჩამოვიყვანე, ისე მორცხვად მიხდიდა მადლობას, რომ აი არ ვიცი რა დამემართა. მერე ორივემ ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს და წავიდნენ. მალევე, ცოტა მოშორებით დავინახე, საქანელებზე კატაობდნენ.  არ დამავიწყდება მისი სახე, მისი მოუსვენარი ქცევა, როცა დამინახა, რომ მისკენ მივდიოდი და რომ გამოვეხმაურე.
პატარები კარგები არიან, ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ ცხოვრებით ტკბობას, მართალია მათაც ხვდებათ წინ დაბრკოლებები, თუმცა ეს მზადებაა მომავალი ცხოვრებისათვის. ჩვენ კი, როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავეხმაროთ მათ სიძნელეების გადალახვაში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s