დაეხმარე, თუ ეს შეგიძლია

ახლა, როცა წერა გადავწყვიტე, გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრებ 13რიცხვში მოხდა, თუმცა მე იმის, რომ 13თარსი რიცხვია არ მჯერა.  13მარტს, კვირა დღეს, მშვენიერი ამინდი იყო და მეც ჩემს  ფოტომოყვარულ მეგობრებთან ერთად გავედი ”დედაენის ბაღში” შავ-თეთრი ფოტოების გადასაღებად. სკეიტ პარკი, სადაც როგორც პატარები, ასევე დიდებიც იყვნენ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ურთიერთობა მამა-შვილს შორის. მამა იყო ბავშვის გვერდით და ასწავლიდა როლიკების მართვას, ასწავლიდა სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვას, ის მასთან იყო და ამხნევებდა. ბიჭი, როცა გადახტომას ცდილობდა წაიქცა, ვერ დახტა კარგად და გვერდი იტკინა ბავშვი ტირილს იწყებდა მივედი მეც და ერთი ფოტომოყვარულიც და ვცდილობდით გაგვეგო რა ეტკინა, მერე მამაც მოვიდა და მე ვუთხარი, მგონი მარჯვენა მხარეს ძვალი როა ის დაარტყა თქო, მამამ აიყვანა ბავშვი, გაამხნევა ”ახლა დავიზელთ და კარგად იქნებიო” და წაიყვანა.

image

image

კარგია, როცა მამა-შვილი დროს ერთად ატარებს ასეთი დღეები ხშირად უნდა ქონდეთ, ბიჭი ალბათ, უფრო მეტად ამაყია, როცა მამის გვერდითაა და მისგან სწავლობს ისეთ რაღაცებს, რაც ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვაში დაეხმარება.

მეორე შემთხვევაც ამავე დღეს, რამდენიმე საათიანი ინტერვალის დაშორებით მოხდა. დელისის მეტროსთან ახლოს მდებარე სკვერში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ დადიოდა ხალხი, როგორ აკატავებდნენ პატარებს საქანელაზე, როგორ ატარრბდნენ პატარა ბიჭები თავიანთ დიდ თუ პატარა სათამაშო მანქანებს და ა.შ. უცებ ჩემი მზერა გაჩერდა ერთ ხესთან, რომელზეც 2გოგო იყო ასული, ცოტახანი ისხდნენ ხეზე, მერე ერთი ჩამოვიდა, მაგრამ მეორე ისევ იქ იყო. ხმა მომესმა, როგორ ეუბნებოდა, რომ ჩამომხტარიყო, ხეზე მყოფმა გოგომ ჩუმად მაგრამ ისე, რომ ხმა ჩემამდე მოვიდა უთხრა, რომ ეშინოდა, ცდილობდა, მაგრამ ვერ ჩამოდიოდა. ავდექი და წავედი ამ ბავშვებისაკენ რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებდა და დავუძახე,
”გეშინია ჩამოსვლის?”
ალბათ მან გაიგო, რომ მე ვუთხარი გინდა ჩამოგიყვანოო, თუმცა მე იქ სწორედ ამისთვის მივდიოდი.
პასუხად მომესმა ”არა იყოს”
მაგრამ ამ არა ში, რა თქმა უნდა კი იგულისხმებოდა. გოგონა უფრო ჯიუტად ეცადა ჩამოსვლას, და მე დავუძახე, რომ მოეცადა და ჩამოვიყვანდი. ნაბიჯს ავუჩქარე, რამდენიმე ნაბიჯი და მასთან ვიყავი, მოვკიდე ხელი და ჩამოვიყვანე, ისე მორცხვად მიხდიდა მადლობას, რომ აი არ ვიცი რა დამემართა. მერე ორივემ ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს და წავიდნენ. მალევე, ცოტა მოშორებით დავინახე, საქანელებზე კატაობდნენ.  არ დამავიწყდება მისი სახე, მისი მოუსვენარი ქცევა, როცა დამინახა, რომ მისკენ მივდიოდი და რომ გამოვეხმაურე.
პატარები კარგები არიან, ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ ცხოვრებით ტკბობას, მართალია მათაც ხვდებათ წინ დაბრკოლებები, თუმცა ეს მზადებაა მომავალი ცხოვრებისათვის. ჩვენ კი, როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავეხმაროთ მათ სიძნელეების გადალახვაში.

Advertisements

დანაშაული დამნაშავის გარეშე?!

images

რა ხდება ხალხოოო? დანაშაული ხდება და დამნაშავე არ ჩანს? ეს ხომ შეუძლებელია! ეს შემზარავი ფაქტია, რატომ ვართ ასე გულგრილები ერთმანეთის მიმართ, რატომ არ მიგვაქვს სხვისი ტკივილი ახლოს, არა ეს სხვისი ტკივილი არაა ეს ჩვენი ტკივილია ტკივილი რომელსაც მხოლოდ ზედაპირულად ვგრძნობთ. შემძრა იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ, კაცი სამართალს ეძებდა და სიცოცხლის ფასად დაუსვეს. ანუ რა გამოდის, ის ვინც სამართლის ძებნას დაიწყებს ყველას მსგავსი რამ ელის? და ხალხი სადაა რატომ არ ისმის ხმაა. დუმილი ! აი რა არის ჩვენი უბედურება! თითქოს ჩვეულებად გვექცა ხშირად ახალ ახალი მკვლელობების შესახებ ამბების მოსმენა, რამდენიმე დღე განხილვის თემა და შემდეგ?- არც არაფერი ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. აი ეს არის პრობლემა. ალბათ ესეც ერთ-ერთ გამოუძიებელ საქმედ დარჩება, როგორც სხვა დანარჩენი. მისი შვილის საქმეც გამოუძიებელი დარჩა 2006 წლიდან დღემდე რამდენი დრო გავიდა და ჯერაც ვერ დაადგინეს დამნაშავის ვინაობა?-რაღაც არ მჯერა! ჩვენთვის ყვეაფერი დამალულია, ისე კი დამნაშავის ვინაობა მშვენივრად იციან. იმედია მისი სიკვდილი ამაო არ იქნება და მუდმივ ტყუილში არ ვიქნებით. საქმე ” მალე გაიხსნებას ” ძახილში იმედია არ დახურავენ და გამოუძიებელს არ დატოვებენ. შვილის საფლავზე მამის მკვლელობა, ეს შემზარავი ფაქტია, რომელიც გამოუძიებეი არ უნდა დარჩეს! საინფორმაციოების ყურების დროს, ვნახე ისიც, რომ მისი მეზობლები თუკი აქამდე თანახმა იყვნენ ახლა არავინ აღარ საუბრობს კამერების წინ. რატომ? -იმიტომ რომ საზოგადოებაში შიშია დათესილი, შიში იმისა, შემდეგი “მე ვიქნები”. დუმილი მიგვიყვანს უფსკრულთან, საიდანაც გადაჩეხვის შემთხვევაში ჩვენ ვეღარასდროს ვიტყვით იმას რაზეც აქამდე ვდუმდით. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის! მე მინდა ვხედავდე ძლიერ ხალხს, რომელსაც არავის და არაფრის არ ეშინია. მინდა მათ თვალებში არა შიშს, არამედ ბედნიერებას ვხედავდე. ამისათვის კი ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ერთმანეთის გვერდით! გული მტკივა, ამ ყველაფრის მომსწრე რომ ვარ.

vaza

 

გაიგეთ მეტი :

http://rustavi2.com/ka/news/7837

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/313525-iuri-vazagashvili-afethqebis-shedegad-gardaicvala.html?ar=A

http://pia.ge/show_news.php?id=32690&lang=geo

http://skandal.ge/?menuid=82&id=7538&lang=1

სიგარეტი = ჯარიმას

10913713_877415738947628_663733585_n

ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ თუკი ვინმე სიგარეტს ქუჩაში გადააგდებს ის 120 ლარით დაჯარიმდება. ჰოო ეს კარგი ამბავია და რატოომ? რატომ და ყოველი მეორე სიგარეტს ქუჩაში აგდებს, ამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ. რუსთავიდან თბილისში მიმავალს ბევრჯერ დამინახავს მარშუტკიდან, როგორ აგდებენ ანთებულ სიგარეტს და შემდეგ ამოდიან ტრანსპორტში. ეს მხოლოდ მათ უკულტურფობაზე მიუთითებს . აი სულ რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში გავედი და ბინასთან რომ მოვედი ერთ-ერთ სადარბაზოში შევიდა ორი კაცი და ერთ მათგანმა შესვლისას ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი იქვე სადარბაზოსთან დააგდო. როგორც ჩანს ჯერ ჯარფიმის ამბები არ გაუგია, ან კიდევ ისევ ისე აგრძელებს და არც ჯარიმა აშინებს. დაკვირების შედეგად ნახეს, რომ ხალხი ქუჩაში აგდებს სიგარეტის ნამწვავს, ჰოდა რა ვქნათ რა ვქნათო და შემოიღეს ჯარიმა, რომელიც 120 ლარს შეადგენს. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დაჯარიმდება, ვინც მიჩვეულია სიგარეტის ქუჩაში გადაგდებას. ჰო ტრანსპორტის მძღოლებიც, ფეხით მოსიარულეებიც და საერთოდ ყველანი ვინც სიგარეტს ეწევიან. ხოდა ეს ერთი მხრფივ კარგია, იქნებ ახლა მაინც ჩააგდონ ნაგვის ურნაში, იმედია ჩააქრობენ და ისე, თორემ მერე სახანძროს ბევრი საქმე ექნება.

img-20130919143122-686 parensigaretaknigachtenieparkFavimru8945

მოწიეთ თუ ეწევით, მაგრამ კულტურაც რომ შეინარჩუნოთ კარგი იქნება. ევროპა ევროპას რომ გაიძხით იქ ქუჩები არ არის ისეთ დღეში, როგორც საქართველოში. ასე, რომ თუკი გინდათ სუფთა სახლში იცხოვროთ უნდა იცოდეთ რას რა ადგილი მიუჩინოთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯიბეებს, თორემ ხომ ხედავთ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც თქვენს გაყვლეფას ნებისიერი გზით შეეცდება. გისურვებთ წარმატებას და ჯარიმისგან თავის არიდებას პატივისცემით საქართველოს მოქალაქეთაგან ერთ-ერთი მათგანი, ანუ მე!

გაიგეთ მეტი —–http://primetimenews.ge/news/ქუჩაში-სიგარეტის-გადაგდე/

ქალი საჭესთან

adafaf-805x450  ქალი საჭესთან-ეს ფრაზა ხშირად გვესმის, რატომღაც უმეტეს შემთხვევაში ადვილი მისახვედრია, რომ ქალი ზის საჭესთან. არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა ქონდეს ყველა ქალს მართვის მოწმობა. ყველა ქალში ვგულისხმობ ყველა იმ ქალს რომელმაც უბრალოდ წარმატებით ჩააბარა გამოცდები. ქალები ხშირად აყენებენ საფრთხის ქვეშ, როგორც საკუთარ ისე სხვის სიცოცხლეს. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,როდესაც ზიხარ საჭესთან და ამასთან ერთად თავს იწესრიგებ, ამის სანაცვლოდ გზას რომ უყურო უმჯობესია.

surati timthumb 025C0506LL~Woman-Driving-Car-Adjusting-Mirror-Applying-Make-up-and-Talking-on-Cell-Phone-with-Multiple-Arms-Posters 1272054409_283960_5 128071351618755 images

ამის გამო ყურადღება ეფანტებათ,რის შედეგადაც ხდება ავარიები. მე არ ვეხები ყველა ქალს, მე იმ ქალთა კატეგორიაზე ვწერ ვისაც მოდის გამო აქ მართვის მოწმობა, ვისთვისაც სულერთია საფრთხეს შეიჩავს თუ არა მაკიაჟის კეთება მანქანის მართვის დროს, ვისთვისაც მთავარია კარგად გამოიყურებოდნენ. თუკი სამსახუში გაგვიანდებათ მაშინ კეთილი ინებეთ და დილით ადრე გაიღვიძეთ, ისე რომ მოწესრიგება მოასწროთ და საჭესთან ჯდომის დროს ნორმალურად უყუროთ გზას, რომ სხვის სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ.

ხო კიდევ ერთი ისტორია გადამხდა თავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობდი ვაკედან საბურთალოს მიმართულებით, ერთ-ერთ გაჩერებას რომ ვუახლოვდებოდით უცებ მანქანა ჩაუდგა ავტობუსს წინ და ჩემთვის გავიფიქრე ეს უეჭველი ქალი იქნება თქო და რო გავხედე მანქანას, საჭესთან მართლა ქალი იყო :დ მერე უკან დახია მანქანა და გაატარა ე.წ ყვითელი ავტობუსი. და მაინც მე მგონია, რომ ისეთ საოცრებებს როგორსაც ქალები(გამონაკლისი ქალბატონების გარდა) აკეთებენ მამაკაცები არასდროს გააკეთებენ.

ქალი ზის საჭესთან 18b10794ec3d 038e1b6525e7 86662

თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ ამგვარი შემთხვევები, არ მისცეთ ყველა ქალს მართვის მოწმობა! აკრძალეთ და დააჯარიმეთ ის ქალბატონები, ვინც საჭესთან იწესრიგებს თავს, ისე, რომ საერთოდ დაავიწყდეს რა არის მაკიაჟი…

თუკი არ ფიქრობენ თავიანთ თავზე, რა დააშავეს სხვებმა, ვის სიცოცხლესაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან.

1283071655_x_40727041  1283071584_aaa

გისურვებთ წარმატებებს!

პოეტური საქართველო 2012 ფინალი

30.11.2012 ეს ის დღეა რისი გადმოცემაც ასე სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია,თუმცა მე მაინც მინდა რომ ჩემი ის განწყობა გადმოგცეთ…მართალია დღეს უკვე 2დეკემბერია თუმცა ვთვლი რომ ამ ყველაფრის თქმა ღირს…

30ბევრმა თქვენგანმა იცის,რმ გაიმართა პოეტური საქართველო 2012 ის ფინალური ნაწილი,ამით ეს წელი დასრულდა.პოეტური საქართველო კი თავისი შესანიშნავი საღამოებით 2013წლიდან დაგვიბრუნდება..

წელს ბევრ პოეზიისა და მუსიკის საღამოს დავესწარტი და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო საუკეთესო… მონაწილეებს არაჩვეულებრივად შეუძლიათ მსმენელთან კონტაქტი,მსმენელის აყოლიება,ლექსებს კითხულობენ და მღერიან მთელი ემოციით,აი რას აფასებს ხალხი მათში ყველაზე მეტად…თსუ ს დარბაზი სავსე იყო,ხალხი აღარ ეტეოდა ყველას უნდოდა წინ მდგარიყო და მათთვის ეცქირა,მიუხედავად იმის რომ მე ფეხზე ვიდექი ,მინდა ვთქვა რომ ამ საღამოთი ვისიამუვნე,შესანიშნავ ადამიანებს ვისმენდი და ვუყურებდი 2 საათის განმავლობაში,მეტი რაღა უნდა გინდოდეს ადამიანს… ყოველთვის როცა საღამოებზე მივდივარ თან მიმაქვს ციფრული,რითიც ვიღებ ვიდეოებს,სურეთებს და შემდეგ ვანთავსებ სოციალურ ქსელებზე,სამწუხაროდ ამ დღეს არ მქონდა ალბათ ეს ასე უნდა ყოფილიყო და არ უნდა გადამეტანა ყურადღება სხვა რამეზე,უბრალოდ ვუსენდი და დიდ სიამოვნებას ვღებულობდი…რაღაც საოცარი მუხტი მოდიოდა სცენაზე მდგომი თითოეული ადამიანისაგან,მათ შეძლეს და აიყოლიეს დარბაზი,იმხიარულეს გაიხსნენ ბოლომდე და დიდი სიყვარული გვაჩუქეს… ყველა ამ საღამოზე საუბრობდა,მე კი მათ ვინც არ დაესწრო ამ საღამოს ვეტყვი,რომ ბევრი დაკარგეს. სცენაზე რაღაც საოცრებები ხდებოდა,სრულიად თავისუფლები იყვნენ და ბოლომდე დაიხარჯნენ,აი სწორედ ეს არის ნამდვილი შოუ!…

მართლა არ ვიცი ეს ადამიანები როგორ ახერხებენ რომ მუდამ ასეთი კარგები არიან… მინდა წარმატება ვუსურვო და მადლობას ვუხდი მათ რომ ასეთი კარგები არიან…

ზურა სალუქვაძე,ოტიკო ანდრიაძე და გიორგი აბესაძე თქვენ შესანიშნავი სამეული ხართ…. ❤

148794_438819149499820_1073446188_n

224068_120150851480023_290356109_n

556816_462525920450780_454026982_n

429439_438817852833283_1848161949_n

მე9 სართულიდან გადმოხტა და გადარჩა…

ე.ი როგორც იქნა მოვიცალე და  შემოვედი ჩემს საყვარელ ბლოგზე..ერთი საოცარი რამ უნდა მოგიყვეთ..ამის მეც არ მეჯერა მაგრამ თურმე ესეც ხდება… სულ რაგაც 2 კვირაც არ იქნება გასული რაც ეს მოხდა…

რუსთავის 9 სართულიანი შენობები ყველამ იცით,ჩემი ბინიდან 9 სართულიდან გადახტა ქალი,მთვრალი იყო  და სარეცხი თოკები რომ არა ალბათ ვერ გადარჩებოდა.

ეს ქალი ცოცხალია უბრალოდ ხელი და ფეხი აქვს მოტეხილი მეტი არაფერი… :დ ეს რო გავიგე არ მეჯერა მეზობელმა მითხრა და რო ვკიტხე მერე რა ქნა მოკვდა თუ ცოცხალია თქო და მოკვდაო,სახლში ამოვედი და ჩემ ძმას ვკითხე და მითხრა ცოცხალია ხელი და ფეხი აქვს მოტეხილიო,ცოტა არ იყოს დაბნეული ვიყავი რომელი უნდა დამეჯერებინა რ ვიცოდი,მაგრამ მეორე დღეს ყველა მაგას ლაპარაკობდა რომ გადარჩა და საავადმყოფოში იყო…

ისე რა  ტეხავს თავის მოკვლა რო გინდა მე9 სართულიდან გადახტები და გადარჩები,ბედის ირონიაა…იმედია მეტი აღარ ცდის თორემ ყოველთვის არ გაუმართლებს…(ეს ქალი რუსია) რაც თავი მახსოვს სულ კამათი და ჩხუბი აქვთ ცოლ ქმარს … :დ

იფრინა იფრინა და მიწაზე დაშვა უვნებლად(ხელ-ფეხის მოტეხვა არ ითვლება)

დიდი დანაკარგი :)

2 დღის წინ, სანამ საღამოს გარეთ გავიდოდი,ჩემი ერთ-ერთი სამაჯური რამდენჯერმე ხელიდან მომძვრა,ნუ რა თქმა უნდა მე ისევ ვიკეთებდი,და აზრადაც არ მომსვლია რომ გარეთ გასვლის წინ მომეხსნა,რადგან შესაკრავი გაუფუჩდა და შეიძლებოდა დამეკარგა…ან შემეძლო შესაკრავი გამეკეთებინა,მაგრამ….

ამის ნაცვლად ყურადღებაც არ მივაქციე… გავედი გარეთ ვისეირნე მზესუმზირაც მივირთვი დაქალებთან ერთად,ამოვედი სახლში და…..

ვიგრძენი რომ რაღაც მეკლდა და ჩემს ხელს რომ დავხედე ბევრი ვეძებე მაგრამ ჩემი სამაჯური (ლოვე რომ აწერია) ვერსად ვნახე :(….. ალბათ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ბევრს გაეცინება…მართალია არ იყო ძვირადღირებული,მაგრამ ჩემთვის ის ძვირფასი ნივთი იყო,რომელსაც ხელიდან არ ვიხსნიდი,ეხლა კი დავდივარ მის გარეშე… მეორე დღეს ვათვალიერე ის ადგილები სადაც წინა დღეს ვიყავი მაგრამ,ამაოდ…

ეხლაც განვიცდი ჩემთვის ძვირფასი ნივთის დაკარგვას..რამდენკერაც ჩემს ხელს შევხედავ,იმდენჯერ ჩემი სამაჯური მახსენდება ….:(

იმედია ჩემს სამაჯურზე საუბრით თავი არ მოგაბეზრეთ..მაგრამ ის ვისაც დაუკარგავს მისთვის ძვირფასი ნივთი,მიხვდება  და გამიგებს,ეხლა მე რას ვგრძნობ…შემიზლია ზუსტად ასეთივე ვიყიდო,მაგრამ,პირველი სულ სხვაა 🙂

დასვენების სეზონი მთავრდება

აგვისტოს ბოლოს მოსვლა იგრძნო ხალხმა და დასვენებულები ბრუნდებიან თავის სამყოფელში…სულ რაღაც 1 კვირის წინ როდესაც გარეთ გავდიოდი ქუჩაში თავისუფლად დავდიოდი მაგრამ აი დღეს უკვე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა…

უამრავი ადამიანი ჩამოვიდა რომელთაც დაისვენეს ზღვაზე დაა კარგი ზაგარიც მიიღეს(ამასთან დაკავშირებით ცალკე პოსტს დავწერ),ზოგმა მთაში,და ერთი სიტყვით ყველანი ახალი ენერგიითა დაა შემართებით ელიან როგორც შვებულების დამთავრებას ასევე სასწავლო წლის დაწყებას…

კარგია კარგი დასვენება,მზე,პლიაჟი,გართობა და კარგი ზაგრის მიღება (ოღონდ არა მოხარშული ლეღვის ფოთლებით :D:D )დასვენების სეზონი დროებით იხურება,მომავალ წლამდე… :*:*:*

შეიძლება ჩაგეძინოთ კიდევაც 😀