დაიცავი შენი და სხვისი უსაფრთხოება

ავტოავარიაში ყოველ ექვს წამში ერთი ადამიანი იღუპება . ამ შემზარავ საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. მედიაში ვრცელდება უამრავი ასეთი შემთხვევები,ჩნდება კითხვა:რატომ ხდება ასე?  ამ კითხვაზე კი ზუსტი პასუხი არ არსებობს,ეს შეიძლება იყოს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა,ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა,ექსტრემი,და ა.შ.  იმისათვის რომ ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ უნდა დავემორჩილოთ კანონით დადგენილ წესებს,მაგრამ ზოგი ამას არ ემორჩილება და როგორც თავის ასევე სხვის სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებს…ჩვენდა სამწუხაროდ უბედური შემთხვევების სტატისტიკა თანდათან მატულობს,და ამას უამრავი ადამიანი ეწირება…

ისინი არა მარტო თავის თავს არამედ ფეხით მოსიარულეებსაც უქმნიან საფრთხეს..მოდი ყველაფერს მძღოლებს ნუ დავანბრალებთ და ვთქვათ რომ ფეხით მოსიარულეებიც ხშირად უყურადღებოდ დადიან და ამას სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე, ხან ტელეფონზე საუბრობენ და გზაზე ისე გადადიან,ზოგჯერ შუქნიშანს არც უყურებენ და მწვანეზეც თავისუფლად გადადიან(გადარბიან) მაგრამ სიფრთხილე ყველას მართებს,რომ სხვას ზიანი არ მიაყენოს…

ნუ გადაკვეთ გზას მაშინ როცა შუქნიშანზე მწვანე ანთია,დაელოდე წითელს და მაშინ გადაკვეთე გზა…

იმედია ჩემს რჩევებს ცოტათი მაინც გაითვალისწინებთ და ყველაფერი სხვაგვარად იქნება,შემცირდება უბედური შემთხვევები და მსხვერპლთა რიცხვი… 🙂

Advertisements

ავტოავარია

სამწუხაროდ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს, მეც დღეს გავიგე რუსთავში “ორჯეთი” რესტორანი ალბათ იცით ,იქ ავარია მოხდა დაა,სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაიღუპა,ამ ავარიაში ჩემი დის კლასელები მოყვნენ,საბედნიეროდ ესენი გადარჩნენ,კარგი იქნებოდა არც ის ერთი რომ არ დაშავებულიყო,ერთი ჩემი დის კლასელი ცუდადაა და საავადმყოფოში წევს,ამნეზია აქ,იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მალე გამოჯანმრთელდება,ნეტავ რა ელით ,რა მოხდება,მაგრამ იმედია ცუდი არაფერი…ამიტომაა რომ ყველა ჩვენგანს სიფრთხილე გვმართებს,ეს ახალგაზრდები სიჩქარის მოყვარულები რომ არიან აი რა შედეგი მოჰყვება ხოლმე ამას…იმ მანქანამაც კიდე მიუხედავად იმისა რომ გზა ამათი იყო არ დაუთმია,ასე მითხრეს და ზუსტად რა როგორ იყო არ ვიცი…ფრთხილად ატარეთ ავტომანქანა და დააზღვიეთ თქვენი უსაფრთხოება…  ჩემი დის კლასელს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,და იმ ადამიანის ოჯახს ვინც დაიღუბა სამძიმარს ვუცხადებ,ღმერთმა მისცეთ ძალა რომ ამ ყველაფერს გაუძლონ …:(:(