დატბორილი ქუჩები

ეს ორი დღე წვიმს  და ამ წვიმებმა გამახსენა ერთი სასაცილო ისტორია…შარშან ალბათ ყველას გახსოვთ წვიმები რო იყო განსაკუთრებით ჩემს უბნელებს ეხსომებათ რადგან წვიმამ ისეთი გუბეები დააყენა რომ გარეთ ვერ გახვიდოდით,არადა არც თუ ისე დიდხანს წვიმდა,სულ რაღაც ნახევარი საათით მაგრამ ისე ძლიერად რომ მე-19 ში წყალდიდობა იყო :Dწვიმამ ცოტა რომ გადაიღო გარეთ გადავიხედე დაა რაას ვხედავ წყალში დააბოტებენ ზოგი მაღაზიიდან მოდის,ზოგი მანქანამდე მისვლას ცდილობს და ფეხშიშველი ხელში ფეხსაცმელები უჭირავს და ისე ცდილობს რომ “გაცუროს” იმ დღეს რამდენი ვიცინე ტელეფონიც მოვიმარჯვე და სურათებსაც ვიღებდი მაგრამ ის სურათები აღარ შემომრჩა სამწუხაროდ თორემ მისი ნახვის შემდეგ თქვენც ძალიან ბევრს იცინებდით…ნუ მერე წვიმამ საბოლოოდ გადაიღო დაა გარეთ გავიდნენ ბიჭები და კანალიზაციას ახადეს თავები წყალი რომ გასულიყო,თორე ისე წყალში ტყაპუნი დიდხანს მოუწევდათ…ეს დღე არასოდეს დამავიწყდება …ყველაზე ხალისიანი წვიმის მოსვლა და დატბორილი მე19..ძალიან მაგარი იყო…ამ დღეს რო ვიხსენებ სურათებზე გული საშინლად მწყდება რომ აღარ მაქვს… 😦 🙂

Advertisements