სოციალურად დაუცველთა გასაჭირი

საქართველოში, სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მუშაობს.

ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილია სიციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა. ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსს მიიღებს, სარგებლობს ყოველთვიური ფულადი შემწეობით, რაც იმაში გამოიხატება, მისი ყოველი სრულწლოვანი წევრი თვეში, დაახლოებით 12–13 დოლარის ექვივალენტ თანხას იღებს ლარებში.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს პროგრამა იმითაცაა მიმზიდველი, რომ იგი ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხარვეზი არსებობს. სოციალურად დაუცვველის სტატუსისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერის მიღება დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მიღებას, შეიძლება, ნახევარი წლის მანძილზე ელოდოს. თუ მას ამ პერიოდის მანძილზე მკურნალობა დასჭირდა, ვალდებულია თანხა ჩვეულებრივ გადაიხადოს, მიუხედავად მისი სოციალურად დაუცველის სტატუსისა.
უამრავი დრო მიდის ამ საბუთების გაფორმებაში რის გამოს შესაძლებელია ამ ადამიანებს საბუთების მიღებამდე რაიმე პრობლემა შეექმნათ.ანალოგიურ მდგომარეობაში სიციალურად დაუცველი არაერთი ოჯახია.ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ პროგრამის დახვეწაზე უნდა იფიქროს.

Advertisements

81 მილიონი ახალგარზდა უმუშევარია

ცნოლბილია რომ მსოფლიოში 15 დან 24 წლამდე 81 მილიონი ახალგარზდა უმუშევარია. ეკონომიკური დაღმასვლა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს შეეხო.“დღეს უფროსებთან შედარებით ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების 3 ჯერ მეტი რაოდენობაა უმუშევარი.”

განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში, 6-დან მხოლოდ ერთი ახაალგაზრდაა დასაქმებული. მაგრამ ეს გლობალური პრობლემაა და ყველა ტიპის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ახალგაზრდებს, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ყველაზე რთული მდგომარეობა აქვთ.

ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს სქესიც თამაშობს. ქალები ზოგადად კაცებზე განათლებულები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა 3 დან ერთი უმუშევარია . ” ქალი განათლებული უნდა იყოს, იმიტომ რომ შვილების აღზრდა შეძლოს.”“კრიზისის პირობებში, ახალგაზრდებს სამსახურში ყველაზე ნაკლებად იღებენ.ახალგაზრდებს ორი პრობლემა აქვთ, მუშაობის გამოცდილების არ ქონა და კონტაქტების ნაკლებობა.

ეს პრობლემა მართლაც გლობალურია და მე ვიმედოვნებ რომ სულ მალე მდგომარეობა შეიცვლება და ყველაფერი გამოსწორდება..აღ იქნებიან უმუშევარი ახალგაზრდები და მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ შეიქმნან უკეთესი მომავალი…თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით?

“საკვების მაძიებელი”

სულ რამოდენიმე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი ,მინდოდა ბლოგისთვის გადამეღო ვიდეო და დავინახე რომ ერთი ქალი ქუჩაში ეძებდა საკვებს. სამწუხაროდ გვიან დავინახე და როგორც შევძელი ისე გადავიღე ვიდეო,ახლოს მისვლა ვერ მოვახერხე,შეიძლება იმ ქალს თავი უხერხულად ეგრძნო და ამიტომ ჩუმად ვუღებდი ვიდეოს.იქნებ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ვინმე დაეხმაროს ამ ქალს და კიდევ რამდენია მისნაირი გაჭირვებული…