თოვლი

პირველ რიგში გილოცავთ თოვლის მოსვლას…ეს იყო წელს პირველი კარგი თოვლი…ე.ი საღამოობით რომ ვწვები ვუსმენ რადიოს და რომ თქვეს თოვსო,არ მეგონა რომ დადებდა,და ამ დილით ვნახე რომ დადებული იყო და რა თქმა უნდა ბავშვების ყვირილმა გამაღვიძა,ავდექი და დავინახე რომ ბავშვები თოვლში თამაშობდნენ უცებ მომივიდა აზრად რომ სურათები გადამეღო და ასეც მოვიქეციი…

თოვლის ბაბუაც დადგეს

და სხვათა შორის მეეც ვიმაიმუნე რაგაცეებიიიი… 🙂

სურათებში შევამჩნიე რომ ერთი ასო გამომრჩა და მომიტევეთ…:)

აი როგორ გილოცავთ quchamania.wordpress.com  პირველი თოვლის მოსვლას …:)

Advertisements

რისი მომასწავებელია?…

წელს რატომღაც ყველა წლებისგან განსხვავებული ზამთარი დაგვიდგა,და თანაც ძალზედ თბილი ზამთარი…გუშინაც ძალიან ცხელოდა და როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდი შინ ყველაფერი თითქოს ისე იყო როგორც ზაფხულში,უამრავი ხალხი იყო,ბავშვები თამაშობდნენ ისე როგორც ზაფხულში უბრალოდ ისე არ ეცვათ როგორც ზაფხულში აცვიათ ხოლმე,დანარჩენი ყველაფერი თითქოს ისე იყო როგორც ზაფხულში არის ხოლმე..ასევე ბინაში შეკრებილი როგორც ახალგაზრდა ისე მშობლების თაობა თამაშობდნენ ბინაში გაკეთებულ მაგიდაზე კარტს,დომინოს,ხუმრობდნენ,და ერთი სითყვით გარეთ ისეთი ხმა ისმოდა თითქოს გაზაფხული მოვიდაო,რაღაც სიჩუმე და ამავდროულად ბვშვების ყიჟინა ხმაური.და უცებ მომინდა რომქუჩაში გავსულიყავი და თითქოსდა არსებული გაზაფხულის სურნელებით დავმტკბარიყავი.შემდეგ 4საათისთვის დავიძინე ისე როგორც ეს ხდება ზაფხულში…არ ჩანს თოვლი,არ არის ქჩები გადათეთრებული,ნეტავი წელს თუ მოვა და თუ ვნახავ როგორ ითამაშებენ ეზოს ბავშვები თოვლში,როგორ იგუნდავებენ და როგორ იგრძნობენ რომ ზამთარია და არა ზაფხული…მაგრამ ყოველი ჩვენთაგანი სახლიდან ქუჩაში გამოვდივართ თბილად ჩაცმულნი,მაგრამ ვგრძნობთ რომ ცხელა და თითქოს ზამთარიც იკარგება მიდის გზაზე შორს და მობრუნებას არ აპირებს…..დიდად არ მინდა თოვლის მოსვლა მაგრამ როცა გადათეთრებულია ქუჩები ძალიან ლამაზი სანახავია და იმედია ამ სანახაობის ჩვენებას თქვენთვის წელს მოვახერხებ… 🙂