დაიცავი შენი და სხვისი უსაფრთხოება

ავტოავარიაში ყოველ ექვს წამში ერთი ადამიანი იღუპება . ამ შემზარავ საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. მედიაში ვრცელდება უამრავი ასეთი შემთხვევები,ჩნდება კითხვა:რატომ ხდება ასე?  ამ კითხვაზე კი ზუსტი პასუხი არ არსებობს,ეს შეიძლება იყოს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა,ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა,ექსტრემი,და ა.შ.  იმისათვის რომ ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ უნდა დავემორჩილოთ კანონით დადგენილ წესებს,მაგრამ ზოგი ამას არ ემორჩილება და როგორც თავის ასევე სხვის სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებს…ჩვენდა სამწუხაროდ უბედური შემთხვევების სტატისტიკა თანდათან მატულობს,და ამას უამრავი ადამიანი ეწირება…

ისინი არა მარტო თავის თავს არამედ ფეხით მოსიარულეებსაც უქმნიან საფრთხეს..მოდი ყველაფერს მძღოლებს ნუ დავანბრალებთ და ვთქვათ რომ ფეხით მოსიარულეებიც ხშირად უყურადღებოდ დადიან და ამას სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე, ხან ტელეფონზე საუბრობენ და გზაზე ისე გადადიან,ზოგჯერ შუქნიშანს არც უყურებენ და მწვანეზეც თავისუფლად გადადიან(გადარბიან) მაგრამ სიფრთხილე ყველას მართებს,რომ სხვას ზიანი არ მიაყენოს…

ნუ გადაკვეთ გზას მაშინ როცა შუქნიშანზე მწვანე ანთია,დაელოდე წითელს და მაშინ გადაკვეთე გზა…

იმედია ჩემს რჩევებს ცოტათი მაინც გაითვალისწინებთ და ყველაფერი სხვაგვარად იქნება,შემცირდება უბედური შემთხვევები და მსხვერპლთა რიცხვი… 🙂

Advertisements

ბევრი ფიქრიც მავნებელია

ე.ი ქუჩაში სიარულის დროს ალბათ ბევრ თქვენგანს შეგიმჩნევიათ,რომ უამრავი ადამიანი იმდენად ჩაფიქრებული დადის ,რომ მის გარშემო მყოფ საზოგადოებას ვერც კი ამჩნევს. პირადად მეც მომსვლია ასეთი რამ.ქუჩაში ყოფნის დროს არ შემიმჩნევია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები და გვერდით ისე გამივლია არც მივსალმებივარ და ამის გამო  დამსახურებული საყვედურიც მიმიღია. 🙂 …ამ პოსტის წერის დროს გამახსენდა ერთი საინტერესო ფაქტი,რომელიც გამოცდების პერიოდში,ზაფხულში ,პაპანაქება სიცხეში,მაშინ როდესაც გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა,სწორედ ამ  დროს მე და ჩემი მეგობრები საბალეშიკოდ წავედით,რომ გამოცდებიდან გამოსული ჩვენი მეგობრები გაგვემხნევებინაა…როდესაც იქიდან ვბრუნდებოდით,სიხარულისგან აღტაცებულნი მთელ გზაზე გაფანტულები მოვდიოდით და ვმხიარულობდით.(ვიცინოდით და ერთმანეთს ჩვენს განცდებს ვუზიარებდით და ერთი სიტყვით ჩვენს გარშემო ვერავის და ვეღარაფერს ვამჩნევდით)ამ უყურადღებობისა და გონება გაფანტულობის გამო პატრულიმა დაგვისიგნალა და გვირცია უსაფრთხოების მიზნით ტროტუარზე გვეარაა…სიმართლე გითხრათ პატრულს არ ველოდით და მისმა სრულიად მოულოდნელმა სიგნალმა,ცოტა არ იყოს შეგვაშინა და ვიყვირეთ კიდევაც:D ასეთი ფაქტები უამრავია და სამწუხაროთ ყოველთვის სასიამოვნოდ არ მთავრდებაა…აბა თუ ვინმეს გადახდენია ასეთი რამ,ან თქვენ თვითონ თუ ყოფილხართ რაიმე საინტერესოს მომსწრე,კომენტარებში დატოვეთ ეს ყოველივე…ველი თქვენს აქტიურობას,მხიარული ისტორუიებით…:)