თავისუფლების ხიდი

         ყველასათვის კარგად ნაცნობი თავისუფლების ხიდი…ალბათ გაჩნდება კითხვა რატომ ვწერ ამ ხიდზე… არუარვყოფ რომ ეს ხიდი შესანიშნავი ნამუშევარია,მაგრამ ვერ ვხვდები თუ რატომ იღებს ყველა ამ ხიდზე სურათს!                რომელ საიტზეც არ უნდა შევიდე ყველგან უდევთ აქ გადაღებული ფოტო.მაგრამ რატომ მგონი თვითონაც არ იციან. 🙂  მიუხედავად იმისა რომ ამ ხიდზე მეც ვარ ნამყოფი შეიძლება გაგიკვირდეთ ან არ დაიჯეროთ მაგრამ არ გამჩენია სურვილი იმისა რომ მე იქ სურათი გადამეღო. უბრალოდ ჩემთვის მოსაბეზრებელია ერთნაირი სურათების ყურება… ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი იყოს მაგრამ ალბათ,ეს ხალხი ხიდზე სურათს მხოლოდ იმიტომ იღებს რომ,სხვას ანახოს, “მე ამ ხიდზე ნამყოფი ვარო” არ ვიცი შეიძლება ცუდად გაიგოთ მაგრამ ჩემთვის მართლაც ამოუცნობია ის თუ რა აქვს ამ ხიდს განსაკუთრებული და რით იზიდავს ხალხს…მხოლოდ იმიტომ რომ შუშისაა და გადახურულია? თუ იმიტომ რომ კარგი განათებაა..ერთი სიტყვით არ ვიცი რატომ იღებთ აქ სურათებს,იქნებ ოდესმე გავიგო კიდეც. 🙂

მაგრამ ფაქტი ფაქტია,დასტური არსებობს იმისა რომ ეს ხიდი საკმაოდ პოპულარულია,და უამრავ ხალხს უხარებს გულს სურათის გადაღებით :D:D:D ვისაც გაქვთ სურათი გადაღებული ამ ხიდზე იქნებ მითხრათ რამ გადაგაწყვეტინათ რომ იქ სურათი გადაგეღოთ.წინასწარ მადლობა :D:D:)

Advertisements