პიარ აქცია!!!

როგორც წინა პოსტებში მოგახსენეთ მე მქონდა რაღაც რაღაც გეგმები დაა ეს ყველაფერი გუშინ ,15იანვარს გავედი გარეთ ჩემს დასა და დაქალთან ერთად…

ქუჩაში მივდივართ და თან ვჭობთ სად გავაკრათ ეს ჩვენი პატარა განცხადებებიი,მაგრამ ფიქრი ნამდვილად არავინ გვაცადა უცებ,მოულოდნელად პატარა ბავშვებმა დაიწყეს ასაფეთქებლების სროლა და რადგან გაგვეცინა და არაფერი ვუთხარით გაგვითამამდნენ კიდეც და გამოგვეკიდნენ, ასაფეთქებლებს გვესროდნენ.მეე კიიდე ამ დროს ამოვიღე კამერა დაა გადავიღე ის მაიმუნი ბავშვები და ცოტაოდენის დაფიქსირება მაინც შევძელი.მერე გაუთავდათ ასაფეთქებელი დაა ხელი დაგვიქნიეს თუმცა სამწუხაროდ მაგ დროს კამერა გამორთული მქონდა და მათი ეს გულთბილი დამშვიდობება ვეღარ დავაფიქსირე…. 😀

ეს ლირიკული გადახვევა გამომივიდა მარა ფაქტი ფაქტია…

ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი პიარ აქცია და დავიწყეთ უკვე განცხადებების გაკვრა …

და თან პატარა ფურცლების დარიგება სადაც ჩემი ბლოგის მისამართი ეწერა,ბევრი მათგანი დამპირდა რომ ჩემს ბლოგს ესტუმრებოდნენ და მე მათ დიდი მოლოდინით ველი…

ბნოლო განცხადება გავაკარით ჩვენს უბანში ,სადაც რომ მივედით მთვარეც ამოსული დაგვხვდა დაა იქვე მდგარ რესტორანთან ხალხი დროს მხიარულად ატარებდა და მათ შემხედვარეს ჩვენი მთელი დღის სიარული და დაღლილობა სულ გადაგვავიწყდა…. :)კარგი იყოოოოოოოოოო…ბოლო განცხადების გაკვრაზე ჩვენს ოპერატორსაც მივაღებინეთ მონაწილეობააა 🙂 თორე ტეხდა რაა 😀

ხო ე.ი.პიარ აქციაზე მუშაობდნენ:

ბლოგის ავტორი -ლოლა მაისურაძე.

რეჟისორი-დაჯი მაისურაძე,

და დამხმარე-ნათია გაბისონია.

Advertisements