საცობი

თანდათან  ვფიქრობ და ახალ ახალი იდეები მიჩნდება,თურმე რამდენი რამის დაწერვა შეიძლება ჩემს ბლოგზე,უამრავი რამ ხდება ქუჩაში,თუნდაც საცობები ავიღოთ,რომელიც უამრავ ადამიანს დისკომფორტს უქმნის,ზოგს სამსახურში აგვიანებს,ზოგს სახლში და ა.შ ერთი სიტყვით ეს პრობლემა არსებობს…წარმოიდგინეთ რომ მანქანით მიდიხართ სამსახურში და უცებ

საცობში ამოჰყავით თავი,რას იზამთ? ვერც ვერაფერს უკან ვერ დაბრუნდებით რადგან იქითაც უამრავი მანქანაა იძულებული ხდებით გაჰყვეთ ამ ნელ დინებას და როგორმე გააღწევთ აქედან,დაგვიანებით მიხვალთ სამსახურში,და უფროსს სახეზე ამჩნევთ გაბრაზებას,იწყებთ ახსნას….განა თქვენ უფროსს არ ჰქონია ასეთი შემთხვევაა-უბრალოდ მაინც გაღიზიანდა რომ თქვენ სამსახურში დაიგვიანეთ…ნუ ხო ეს ისე და მართლა მე არასოდეს არ მოვყოლილვარ საცობში და მგონი კარგია,ალბათ ბევრი თქვენგანი ვინც ეხლა ,ამ პოსტს კითხულობს ახსენდება ის დღეები როცა საცობში მოყვა, და გულიანად იცინის ან,ან კიდე ნერვები ეშლება… ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა საცობების რაოდენობა,თუ არ ვცდები საქართველოში ეს პრობლემა არც თუ ისე ხშირადაა,ეს კარგია რადგან არავინ აგვიანებს სამსახურში,სახლში,სადილზე და ა.შ…ყველას გისურვებთ როს საცობებს აარიდოთ თავი და შეუფერხებლად გადაადგილდეთ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში… 🙂

Advertisements