ნაგავი დაგივარდა

ზოგჯერ ჩემი და მეუბნება ხოლმე რომ სკოილიდან რო მოხვალ დაიძახეო და,პარასკევსაც ესეთი დღე იყო მესიჯი მომწერა რო დაიძახეო,რომ მოვედი ბინაში დავუძახე და გადმომიგდო ერთჯერად ცელოფანში ჩადებული ფული და წერილი,როდესაც ამოვიღე ფული და წერილი ცელოფანი ძირს გადავაგდე,და ვკითხულობ წერილს და აწერია “ძირს არ დააგდო პარკი”

ამ შინაარსის სმაილებიანი წერილი გადმომიგდო ჩემ დამ და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე ძირს დაგდებული ცელოფანი ავიღე და ჩანთაში ჩავიდე(სახლში რო ავედი გადავაგდე რა თქმა უნდა)…თავიდან ვერ მივხვდი რატო დაწერა ეს და მერე გამახსენდა რო რამდენჯერმე ასე მომიშორებია თავიდან ცელოფნები…მომინდა რომ ეს კურიოზი აქ დამეწერა და თქვენთვის გამემხილა ეს ჩემი ცუდი საქციელი,ჩემი დაგდებული ნაგავი მევე ავიღე,ასე რომ ყველანი ასე უნდა მოიქცეთ და ქუჩებიც სუფთა იქნებააა….აბა თქვენ თუ მოგსვლიათ მსგავსი რამე დაწერეეთთთ!!!!……… :):

Advertisements