დაბრუნება შინ

ალბათ ყველა თქვენგანი კითხულობს გაზეთებს,მეც მათ შორის და ერთ ერთ საინტერესო და სევდიან ისტორიას გადავაწყდი ეგრედ წოდებულ “ქუჩის ბავშვებზე”და მომინდა რომ ეს ემოცია თქვენთვის გამეზიარებინა …

მახსოვს,უსახურ-უამური ზამთარი იდგა ნაომარ თბილისში.უფრო სწორად,ომიც კარგა ხნის ჩავლილი იყო და, ეპიდემიასავით მოდებული უგუნებობა ჩვენს ბავშვობასაც შეყროდა…სწორედ იმ ჩამონაცრისფერებულ,უგუნებო დღეებში “შემთხვევით” მოსული  დიდი ხნის ნალოდინევი ელექტროენერგიის წყალობით,ტელევიზორში ძაგვის ბავშვთა სახლის შესახებ კადრები ვნახე… მას შემდეგ გაუჩნდა სურვილი რომ ბავშვთა სახლში მოხვედრილიყო,არა ქუჩიდან არამედ საკუთარი სახლიდან,მხოლოდ იმის გამო რომ რაც მას ქონდა წიგნები,ნახატები,წაკითხული და ნაოცნებარი იმ ბავშვებისთვის გაეზიარებინა.-დღეს ძაგვის ბავშვთა სახლი ნამდვილი თავშესაფარია უსახლკარო,უსაზრდოო ბავშვებისათვის და მათი მშობლებისათვის.ყველაფერი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო. მისმა მასპინძელმა დედა მარიამმა მოუყვა მას ყოველივე ის რაც ხდებოდა…”ეს იყო 1974-75წლებში.ეს ის დრო იყო,როცა საბჭოთა იმპერიის წიაღმა ღვევა დაიწყო,ე.წ. აწყობილი ცხოვრება თანდათან უწესრიგობასი,ქაოსში გადაიზარდა…გაჩნდა სიღარიბე.მთავრობა ვეღარ ინახავდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს,ბავშვთა სახლებს…მაშინ ქუჩაში ხშირად შეხვდებოდით ფსიქიატრიულიდან გამოქცეულ ავადმყოფებს…ბავშვთა სახლიდანაც გამორბოდნენ ბავშვები,რომლებიც იქაურ მკაცრ პირობებს ვერ ეგუებოდნენ… გაჩნდნენ ქუჩის ბავშვები და დაიწყო ქუჩის ცხოვრება”

დედა მარიამისთვის”ქუჩაში გასული” ადამიანი-ეს კიდევ ცალკე ტიპია ზოგადად ადამიანისა,რადგან ყველა ამას ვერ იზამს.როგორც ჩანს,გაჭირვების გარდა,კიდევ რაღაც იზიდავს მას იქ…თავგადასავალი,კრიმინალი…სწორედ ამგვარი ადამიანებით გაივსო მაშინდელი თბილისი და,რაც ყველაზე სამწუხარო იყო,მათ უმეტესობას ბავშვები შეადგენდნენ.

დედა მარიამი:”ფერიცვალების დედათა მონასტერი მათთვის თავდაპირველ თავშესაფრად იქცა.პატრიარქმა კურთხევა მისცა მონასტრისწინამძღვარს,დედა მარიამს,ეზრუნა მათზე.ბავშვებს მონასტერში აპურებდნენ,აცმევდნენ…ამან თანდათან სისტემატიური სახე მიიღო.”

დედა მარიამს მონასტრის პირველი ბინადრებიც ახსოვს-ხიდისთაველი ძმები,პატარა ბიჭები,ჯაფარიძეები,რომლებსაც მათხოვრობით გაჰქონდათ თავი.მათ მალე შეემატათ მესამე წევრი გოგონა,რომელსაც ფეხი ჰქონდა დამწვარი და როდესაც საავადმყოფოში წაიყვანეს იქ თავის ძმას შეხვდა ,მანძმას შესთავაზა რომ მასთან წამოსულიყო,ძმა გაჰყვა და ცოტა ხანში მთელი თავისი სამეგობროც მონასტრის კარს მიაყენა.

ყველანი დარჩნენ.მათთვის ეს შინდაბრუნებას ჰგავდა.

ალბათ ამის წაკითხვის შემდეგ მიხვდით რატომ მომინდა ამ ამბის თქვენთვის გაზიარება….კარგია რომ დღესდღეობით ბავშვების უმრავლესობას თავშესაფარი აქვს და ღამეს ქუჩაში არ ათევს… 🙂

Advertisements

რა როლს თამაშობს ქუჩა მოზარდების ცხოვრებაში!

უამრავი ადამიანი ცხოვრობს “ქუჩის ცხოვრებით”მაგრამიმას ვერც კი ხვდებიან რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამან თითოეულ ადამიანს. ქუჩა სასტიკია იქ არ არსებობს კანონები,რავ ადამიანს ძალზედ სასტიკს და დაუნდობელს ხდის,ამით რა თქმა უნდა იმ ადამიანის ფსიქიკაც ირღვევა და ყველას მიმართ გამოხატავს აგრესიას,არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს,და ამის გამო მათ ხშირად ექმნებათ პრობლემები რის გამოც ციხეშიც კი ხვდებიან ხოლმე.

არავინ იცის აქ მას რა ბედი ეწევა,ან კი როგორი გამოვა აქედან,ალბათ ცხოვრება ცუდი საქმეებით გაივსება,გული სავსე ექნება შურისძიების წყურვილიტ მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავუსვათ,უნდა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს და ვასწავლოთ სწორად ცხოვრება.ვუთხრათ და დავუმტკიცოთ რომ ცხოვრება მშვენიერია.რომ ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და მან ყველა შანსი უნდა გამოიყენოს რასაც ცხოვრება მისცემს.ჩვენ საზოგადოება ვართ დამნაშავენი რადგან ჩვენ გავრიყეთ ეს ადამიანები და ჩვენგან შორს დავაყენეთ თითქოს ისინი არ ყოფილიყვნენ ისეთივენი როგორებიც ჩვენ ვართ.და დროა ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და ყველა ის ადამიანი რომელიც დღეს გზასაა აცდენილი სწორ გზაზე დავაყენოთ,გზაზე რომლითაც უფლისკენ წავლენ…

ბავსვების სწორად ჩამოყალიბებაში მშობლებს მიუძღვით ყველაზე დიდი წვლილი,მაგრამ ნუთუ მხოლოდ მშობლის ბრალია რომ შვილი ასეთ გზას ირჩევს.რა თქმა უნდა ნაწილობრივ მშობლის ბრალიც იქნება,მისი უყურედღებობა,სახსრების არ ქონა.ეს ყველაფერი ბავშვზე ფსიქიკურად მოქმედებს და ის მიილტვის უკეთესისკენ,მაგრამ ზოგჯერ პირიქით ხდება და ის თავის მომავალს იმახინჯებს…

მშობლებო შეუქმენით შვილებს ჯანსაღი და სიყვარულით სავსე გარემო,რომელშიც ისინი მშვიდად გაზრდასა და ჩამოყალიბებას შეძლებენ,გაუფრთხილდით მათ მომავალს…!