საცობი

თანდათან  ვფიქრობ და ახალ ახალი იდეები მიჩნდება,თურმე რამდენი რამის დაწერვა შეიძლება ჩემს ბლოგზე,უამრავი რამ ხდება ქუჩაში,თუნდაც საცობები ავიღოთ,რომელიც უამრავ ადამიანს დისკომფორტს უქმნის,ზოგს სამსახურში აგვიანებს,ზოგს სახლში და ა.შ ერთი სიტყვით ეს პრობლემა არსებობს…წარმოიდგინეთ რომ მანქანით მიდიხართ სამსახურში და უცებ

საცობში ამოჰყავით თავი,რას იზამთ? ვერც ვერაფერს უკან ვერ დაბრუნდებით რადგან იქითაც უამრავი მანქანაა იძულებული ხდებით გაჰყვეთ ამ ნელ დინებას და როგორმე გააღწევთ აქედან,დაგვიანებით მიხვალთ სამსახურში,და უფროსს სახეზე ამჩნევთ გაბრაზებას,იწყებთ ახსნას….განა თქვენ უფროსს არ ჰქონია ასეთი შემთხვევაა-უბრალოდ მაინც გაღიზიანდა რომ თქვენ სამსახურში დაიგვიანეთ…ნუ ხო ეს ისე და მართლა მე არასოდეს არ მოვყოლილვარ საცობში და მგონი კარგია,ალბათ ბევრი თქვენგანი ვინც ეხლა ,ამ პოსტს კითხულობს ახსენდება ის დღეები როცა საცობში მოყვა, და გულიანად იცინის ან,ან კიდე ნერვები ეშლება… ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა საცობების რაოდენობა,თუ არ ვცდები საქართველოში ეს პრობლემა არც თუ ისე ხშირადაა,ეს კარგია რადგან არავინ აგვიანებს სამსახურში,სახლში,სადილზე და ა.შ…ყველას გისურვებთ როს საცობებს აარიდოთ თავი და შეუფერხებლად გადაადგილდეთ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში… 🙂

Advertisements

დაიცავი შენი და სხვისი უსაფრთხოება

ავტოავარიაში ყოველ ექვს წამში ერთი ადამიანი იღუპება . ამ შემზარავ საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. მედიაში ვრცელდება უამრავი ასეთი შემთხვევები,ჩნდება კითხვა:რატომ ხდება ასე?  ამ კითხვაზე კი ზუსტი პასუხი არ არსებობს,ეს შეიძლება იყოს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა,ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა,ექსტრემი,და ა.შ.  იმისათვის რომ ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ უნდა დავემორჩილოთ კანონით დადგენილ წესებს,მაგრამ ზოგი ამას არ ემორჩილება და როგორც თავის ასევე სხვის სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებს…ჩვენდა სამწუხაროდ უბედური შემთხვევების სტატისტიკა თანდათან მატულობს,და ამას უამრავი ადამიანი ეწირება…

ისინი არა მარტო თავის თავს არამედ ფეხით მოსიარულეებსაც უქმნიან საფრთხეს..მოდი ყველაფერს მძღოლებს ნუ დავანბრალებთ და ვთქვათ რომ ფეხით მოსიარულეებიც ხშირად უყურადღებოდ დადიან და ამას სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე, ხან ტელეფონზე საუბრობენ და გზაზე ისე გადადიან,ზოგჯერ შუქნიშანს არც უყურებენ და მწვანეზეც თავისუფლად გადადიან(გადარბიან) მაგრამ სიფრთხილე ყველას მართებს,რომ სხვას ზიანი არ მიაყენოს…

ნუ გადაკვეთ გზას მაშინ როცა შუქნიშანზე მწვანე ანთია,დაელოდე წითელს და მაშინ გადაკვეთე გზა…

იმედია ჩემს რჩევებს ცოტათი მაინც გაითვალისწინებთ და ყველაფერი სხვაგვარად იქნება,შემცირდება უბედური შემთხვევები და მსხვერპლთა რიცხვი… 🙂

დაბრუნება შინ

ალბათ ყველა თქვენგანი კითხულობს გაზეთებს,მეც მათ შორის და ერთ ერთ საინტერესო და სევდიან ისტორიას გადავაწყდი ეგრედ წოდებულ “ქუჩის ბავშვებზე”და მომინდა რომ ეს ემოცია თქვენთვის გამეზიარებინა …

მახსოვს,უსახურ-უამური ზამთარი იდგა ნაომარ თბილისში.უფრო სწორად,ომიც კარგა ხნის ჩავლილი იყო და, ეპიდემიასავით მოდებული უგუნებობა ჩვენს ბავშვობასაც შეყროდა…სწორედ იმ ჩამონაცრისფერებულ,უგუნებო დღეებში “შემთხვევით” მოსული  დიდი ხნის ნალოდინევი ელექტროენერგიის წყალობით,ტელევიზორში ძაგვის ბავშვთა სახლის შესახებ კადრები ვნახე… მას შემდეგ გაუჩნდა სურვილი რომ ბავშვთა სახლში მოხვედრილიყო,არა ქუჩიდან არამედ საკუთარი სახლიდან,მხოლოდ იმის გამო რომ რაც მას ქონდა წიგნები,ნახატები,წაკითხული და ნაოცნებარი იმ ბავშვებისთვის გაეზიარებინა.-დღეს ძაგვის ბავშვთა სახლი ნამდვილი თავშესაფარია უსახლკარო,უსაზრდოო ბავშვებისათვის და მათი მშობლებისათვის.ყველაფერი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო. მისმა მასპინძელმა დედა მარიამმა მოუყვა მას ყოველივე ის რაც ხდებოდა…”ეს იყო 1974-75წლებში.ეს ის დრო იყო,როცა საბჭოთა იმპერიის წიაღმა ღვევა დაიწყო,ე.წ. აწყობილი ცხოვრება თანდათან უწესრიგობასი,ქაოსში გადაიზარდა…გაჩნდა სიღარიბე.მთავრობა ვეღარ ინახავდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს,ბავშვთა სახლებს…მაშინ ქუჩაში ხშირად შეხვდებოდით ფსიქიატრიულიდან გამოქცეულ ავადმყოფებს…ბავშვთა სახლიდანაც გამორბოდნენ ბავშვები,რომლებიც იქაურ მკაცრ პირობებს ვერ ეგუებოდნენ… გაჩნდნენ ქუჩის ბავშვები და დაიწყო ქუჩის ცხოვრება”

დედა მარიამისთვის”ქუჩაში გასული” ადამიანი-ეს კიდევ ცალკე ტიპია ზოგადად ადამიანისა,რადგან ყველა ამას ვერ იზამს.როგორც ჩანს,გაჭირვების გარდა,კიდევ რაღაც იზიდავს მას იქ…თავგადასავალი,კრიმინალი…სწორედ ამგვარი ადამიანებით გაივსო მაშინდელი თბილისი და,რაც ყველაზე სამწუხარო იყო,მათ უმეტესობას ბავშვები შეადგენდნენ.

დედა მარიამი:”ფერიცვალების დედათა მონასტერი მათთვის თავდაპირველ თავშესაფრად იქცა.პატრიარქმა კურთხევა მისცა მონასტრისწინამძღვარს,დედა მარიამს,ეზრუნა მათზე.ბავშვებს მონასტერში აპურებდნენ,აცმევდნენ…ამან თანდათან სისტემატიური სახე მიიღო.”

დედა მარიამს მონასტრის პირველი ბინადრებიც ახსოვს-ხიდისთაველი ძმები,პატარა ბიჭები,ჯაფარიძეები,რომლებსაც მათხოვრობით გაჰქონდათ თავი.მათ მალე შეემატათ მესამე წევრი გოგონა,რომელსაც ფეხი ჰქონდა დამწვარი და როდესაც საავადმყოფოში წაიყვანეს იქ თავის ძმას შეხვდა ,მანძმას შესთავაზა რომ მასთან წამოსულიყო,ძმა გაჰყვა და ცოტა ხანში მთელი თავისი სამეგობროც მონასტრის კარს მიაყენა.

ყველანი დარჩნენ.მათთვის ეს შინდაბრუნებას ჰგავდა.

ალბათ ამის წაკითხვის შემდეგ მიხვდით რატომ მომინდა ამ ამბის თქვენთვის გაზიარება….კარგია რომ დღესდღეობით ბავშვების უმრავლესობას თავშესაფარი აქვს და ღამეს ქუჩაში არ ათევს… 🙂

დაბინძურებული ქუჩები

ქუჩის ყოველ მხარეს ნაგავს შეხვდებით,ყველგან რაღაც გდია რაც გარემოს აბინძურებს..სულაც პოლიეთილენის ცელოფნები იმდენი ყრია ხოლმე რომ ქარის დროს ჰაერში დაფრინავენ..როგორ ფიქრობთ ეს ნორმელურია???

უამრავი ქალაქია სადაც ეს პრობლება არ არის და მე ეს მიხარია,რატომ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში?არ შეიძლება ჩვენც მოვიქცეთ ნორმალური ადამიანებივით და არ გავაბინძუროთ ქუჩა. მაგრამნ როგორც ქართველები ამას არ ვეშვებით…ყველა სხვანაირად ფიქრობს ამ პოსტის წერისას ვნახე ერთ-ერთ საიტზე ერთი ადამიანის ნათქვამი…და წერს:”მე არ დამიგდია
და არც სხვის დაგდებულს ავიღებ
ღორების მომთვინიერებლად მუშაობაზე არ მიოცნებია არასდროს”…და ყველა ჩვენგანმა ასე რომ ვთქვათ მაშ ვინ ყრის ნაგავს ქუჩაში? ან ვინ უნდა აიღოს?…

დღესასწაულზე ან სულაც ისე უბრალოდ ბუნებაში ქეიფი და დროის ტარება კარგია,მაგრამ იმაზე აგაღ ფიქრობენ რომ ამით ბინძურდება გარემო…

როგორ ფიქრობთ ეს კულტურული ხალხის ნამოქმედარია??სულაც მიდიხარ საქეიფოდ ბუნებაში და გგონია იქ ლამაზ გარემოში იქნები ,მაგრამ ასე რომ დაგხვდება ბუნება დაბინძურებული და დანაგვიანებული როგორ ხასიათზე დადგებიტ??? უნდა გატარდეს ღონისძიებები სადაც ნათლად იქნება ახსნილი რომ ბუნების დაბინძურება მათ ზიანს მოუტანს…თქვენ რას ფიქრობთ??

გსიამუვნებთ ნაგვით სავსე ქუჩაში სიარული?/ მგონი არავის არ მოსწონს ეს მაგრამ ამას მაშინ ხვდებიან როცა ნაგაცს თავად არ ყრიან და სხვისი ნაგავი აწუხებთ,თორე თავიანთი დაყრილი მერწმუნეთ არ შეაწუხებდათ….ნუ დაყრით ნაგავს და თუ დაინახეთ რომ ვიგაცამ დააგდო გააჩერეთ და უთხარით”უკაცრავად ნაგავი დაგივარდათ”…

სუფთა ქუჩაში ფეხით სიარულს რა სჯობს,თან სასიამოვნო შეგრძნებაცაა როცა სუჶთა ქუჩაში ნელ ნელა მიაბიჯებ…

თბილისის ქუჩები

აი კიდევ ერთი ვიდეო,სადაც ჩანს ადამიანთა გაჭირვება…მე გადავიღე რუსთავშიც მაგრამ ეს მხოლოდ რუსთავის პრობლემა არაა,.ეს ზოგადად მსოფლიოს პრობლემაა..ამჯერად მე თბილისს ვესტუმრე სადაც თავად ნახავთ რომ ადამიანები ცხოვრობენ გაჭირვებულნი,დამეთანხმებით ალბათ თუ ვიტყვი რომმათ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია.დგანან ზამთარში სიცივეში,ყველასგან მიტოვებულნი ხელებში შეჰყურებენ გამვლელ-გამომვლელს,მაგრამ ისეთი ადამიანიც ცოტა დარჩა რომელიც სხვებს დაეხმარება.ეხლა ყველანი თავიანთ თავებზე ფიქრობენ.მაგრამ ამ ადამიანებზე ვინ იზრუნებს?

ისევ ჩვენ თუ დავეხმარებით მათ და ვიხსნით ამ გაჭირვებიდან

არავინ იცის ბოლოს რა ელის და ამიტომ მოვექცეთ ადამიანებს და დავეხმაროთ ისე როგორც გვინდა რომ ჩვენ მოგვექცნენ და დაგვეხმარონ 🙂

თბილისის გასასვლელი გვირაბი

და აი ჩემი დაპირებული ვიდეოც .ალბათ ყოველი თქვენგანი ყოფილა თბილისის გასასვლელ დერეფნებში და ყველა თქვენგანს შეუმჩნევია იქ მყოფი გიტარით ხელში მომღერალი ადამიანი,რომელიც ცხოვრებამ გარიყა და აიძულა რომ ის იქ დამდგარიყო და სხვისთვის ეთხოვა მოწყალება. დგას,მღერის და დროც გაჰყავს.მე არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ მისი სიმღერა ძალიან მომეწონა.მართალია მეჩქარებოდა და დიდი ხნით ვერ მოვუსმინე მაგრამ მე მაინც კმაყოფილი დავრჩი..იქნებ გადაგხდენიათ რაიმე ასეთ ადამიანთან დაწერეთ თქვენი მოსაზრებები…

ქუჩა და ჩხუბი განუყრელია…

ქუჩა და ჩხუბი განუყრელია…ყოველთვის როცა ადამიანი ქუჩაშია არ არსებოსბ რომ მას რაიმე არ შეენთხვეს..ჩხუბი ან თუნდაც ვინმემ გაძარცვოს და სხვა..ჩხუბი უფრო ხშირად კი სამწუხაროდ ახალგაზრდებში ხდება მაგრამ დღემდე არაა დაგდენილი და ვერც მე მოვუპოვე ახსნა თუ რატომ ჩხუბობენ ქუჩაში ადამიანები,იქნებ ეს თქვენ მითხრათ…..