ყველა დედობის ღირსია???

არ ვიცი რატომ ხდება ეს,მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი რომ დღეს მშობლებს შვილები აღარ უნდათ….გახშირდა შემთხვევები,რომ დედები ნაგავსაყრელზე აგდებენ ბავშვს,ზოგიც ქუჩაში დადგმულ ნაგვის ურნაში გადასაგდებად იმეტებს,და რაც ყველაზე სამწუხაროა ,ბავშვებს თავიანთი ხელით სიცოცხლეს ასალმებენ….ყველასთვის ცნობილი ისტორიაა,ის რომ “ფერმის”გულისთვის დედამ ახალშობილი გაგუდა….ყოველივე აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ კითხვა ჩნდება არა ერთი არამედ უამრავი მაგრამ ყველაზე მთავარი რომელიც ალბათ ყველა თქვენგანს აწუხებს რატომ აჩენენ შვილს???

დედა,რომელიც მთელი ცხრა თვის განმავლობაში ბავშვს ატარებს მუცლით,და ამ ხნის განმავლობაში კვებავს მას,როგორ შეუძლია რომ ეს ბავშვი “გადააგდოს”მაშინ როდესაც ბევრი ისეთი ადამიანია რომელსაც შვილი არ ჰყავს და ამაზე დღე და ღამ ოცნებობს,და შენ,ღმერთმა დედობის ბედნიერება მოგანიჩა და შენ,იმის ნაცვლად რომ ბავშვი აღზარდო “ნაგავში” აგდებ .მითხარით ასეთი ადამიანი არის დედობის ღირსიი???ნუთუ მთელი ცხრა თვე მხოლოდ იმისთვის იცდი რომ ბავშვი დაბადებისთანავე სიცოცხლეს გამოასალმო და ცხოვრებით დადკბობის საშუალება არ მისცე…

ნუთუ ასეთი უმწეო ბავშვისთვის შეძლებთ რამის დაშავებას,ან ქუჩაში დატოვებას??

ქუჩაში დატოვებულ ბავშვს აღმზრდელი გამოუჩნდება,მას ღმერთი არ გაწირავს.

მაგრამ გავა დრო და მიხვდები რომ ცხოვრებაში რა შეცდომებიც დაგიშვია ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო… სარკეში იყურები და ხვდები რომ გვერდით არავინ გყავს,სულ  მარტო ყველასგან შორს ხარ…შენ არ გინახავს როგორ იზრდებოდა შენი შვილი,როგოდ დაიწყტო სიარული და როგორ წარმოთქვა პირველი სიტყვა,ყოველივე ეს შენ არ განგიცდია,ბავშვი კალთაში არ ჩაგისვავს და არ მოფერებიხარ

არასოდეს გითქვამს რომ გიყვარს,და არასოდეს დაპირებიხარ რომ მასზე იზრუნებდი…

გინდა რომ დრო დაბრუნდეს,ნახე შენი შვილის მომღიმარი სახე,

გინდა რომ სულ გვერდით გყავდეს,არასოდეს მოშორდე..გსურს მასთან ერთად ქუჩაში გასვლა და მისი ხელში ატაცება რომ თვალებში ჩახედო და აგრძნობინო რომ ის გიყვარს,ისე როგორც არასოდეს არავინ გყვარებია,რადგან ის შენი პირველი შვილია,რომელიც ყველას და ყველაფრის თავს გირჩევნია…

და ბოლოს,გინდა რომ ახლა შენთან იყოს,ხელში გეჭიროს,და კოცნიდე დედის სითბოთი და სიყვარულით აღსავსე,გინდა რომ ეს წუთები არასოდეს არ დამთავრდეს…

და მაინც რატომ თქვი უარი აი ამ გრძნობაზე ,ნუთყ არსებობს ამაზე ტკბილი რამ?

ამ პოსტს დიდი სიყვარულითა და გულისტკივილით ვწერდი …

მე ვარ ადამიანი ვისაც დედის სითბო არასოდეს არ მოკლებია და სწორედ ამიტომ ვიცი როგორ უნდა დავაფასო ის….დაწერეთ ყველაფერი ის რასაც ფიქრობთ დედებზე,რომლ;ებიც შვილებს ასე იმეტებენ,ან მაგალითი მოიყვანეთ,შეიძლება ისეთი ადამიანიც ჹამოჩნდეს ვისაც დედის სითბო ენატრება,დაწერეთ ყველაფერი რასაც გრძნობთ…:)

Advertisements